პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარირჩევები"ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია... "მოერიეთ"...

“ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია… “მოერიეთ” შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით” – მასწავლებლის მიმართვა მშობლებს

მწერალი და პედაგოგი ნანა ბეკოშვილი საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე წერს, რომელიც მოსწავლეებს სრულიად უკარგავს სწავლის მოტივაციას:

“დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, რადგან გული მტკივა… მშობლებს მივმართავ, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს:აი, სულ ახლახანს დაიწყო სასწავლო წლის მეორე სემესტრი და წინ გრძელი და მომქანცველი პერიოდი გველის. ეს დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად და პირველ რიგში – ჩვენმა საყვარელმა, ნამდვილად საყვარელმა ბავშვებმა. სწავლა რომ ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა, ეს ყველამ ვიცით. ბავშვები კი ამ დროს აბსოლუტურად მოტივაციადაკარგულები სხედან გაკვეთილებზე… ამაში მხოლოდ სკოლას და საგაკვეთილო პროცესს ნუ დაადანაშაულებთ. ჩვენ, მასწავლებლები უდიდეს ძალისხმევას ვეწევით მათი გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ თქვენი ხელშეწყობის გარეშე უშედეგოა ჩვენი ძალისხმევა. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლის თხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მთავარს – თქვენი შვილების ძილის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება. ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია და რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარი. დღეც მთლიანად ტელეფონს მიაქვს მათი გონება და ყურადღება. ამის გამო “სწავლობენ” ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით და მხოლოდ ერთი დღისთვის, მეორე დღეს აღარც კი ახსოვთ წინა დღით ნასწავლი. არ უთმობენ შესაბამის დროს გაკვეთილების სწავლას. ძალიან ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახში ყურმოკრულით კმაყოფილდებიან.

თანდათან ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, როდესაც ყოველ საღამოს იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს… შეეცადეთ, თქვენც დანერგოთ ეს პრაქტიკა და მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას, თუნდაც წახალისებასთან ერთად ხანდახან დასჯის მეთოდების გამოყენებაც დაგჭირდეთ (ტელეფონის დროებით გამორთმევა, ან მათი საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა და ასე შემდეგ). “მოერიეთ” შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით.

არც კი ვიცი, როგორ გავბედე და მოვიკრიბე ძალა ამ ყველაფრის დასაწერად, მაგრამ თქვენგან სწორად გაგების იმედმა შემაძლებინა. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლის და თითქმის ყველა მშობლის პრობლემაა… გისურვებთ მშვიდობას და თქვენი შვილების წარმატებით გახარებას!”

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი