პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…
გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.
ყველაფერი თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ბუდაპეშტის ქუჩიდან დაიწყო, სადაც ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში სანიტრად, შემდეგ კი ექთნად მუშაობდა.
როგორც თავად ამბობს, „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ მუშაობისას ლაბორატორიაში რაღაცებს აკეთებინებდნენ და „კინაღამ იქაურობა ააფეთქა“.
“თავგადასავლები“ დაიწყო ასე:
„22 წლის ვიყავი, დიპლომი რომ მქონდა უკვე. ჩემს დანაზე ვინ დაწვებოდა. მე ახლა 22 წლის ქირურგს თითს არ გავაჭრევინებ, მაგრამ ასე მოხდა. ქუთაისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. იყო უამრავი საინტერესო პროექტი. მივხვდი, რომ ჩემმა ზრდამ საქართველოში პიკს მიაღწია და ბევრ ორგანიზაციაში, ინსტიტუტში აპლიკაცია გავაგზავნე და აი სიურპირიზიც – ნეპალის უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ იყო გაეროს კომისარიატი, სადაც ცოტა ხანს ვმუშაობდი.
იქ ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ნეპალში ექიმის პოზიციაზე ვმუშაობდი. ლიცენზიაც მაქვს აღებული, როგორც პრაქტიკოსი ექიმი. გავაკეთე ჩემი მაგისტრატურა და ეს იყო ჩემი დაბადება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.
ნეპალში დავინახე, რომ თუ შენ ტექნიკურად ძლიერი ხარ, ვერც ერთი ადამიანი, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გიზამენ.
ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ მიგრანტი ნეპალელების 10% შიდსით ინფიცირებულიაო. დამაინტერესა ამ თემამ და ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამ მხრივ. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ორგანიზაცია გვერდით არ დამიდგა, ფიქრობდნენ, ვინ არის ეს სტუდენტი საქართველოდანო. წაიკითხეთ სრულად
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi
მასალის გამოყენების პირობები