პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობარომელი მშობლისგან რა დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით - გენეტიკოსის განმარტება

რომელი მშობლისგან რა დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით – გენეტიკოსის განმარტება

გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით:

– ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მშობლებიდან და წინაპრებიდან ადამიანებს გადაეცემათ, განლაგებულია ქრომოსომებში, ან ბირთვში არსებულ ორგანელებში. უმეტესი ინფორმაცია, რაც ჩვენი გარეგნობის, ქცევის, ნივთიერებათა ცვლის, აღნაგობის – ყველაფრის, რაც გვაქვს, თმის ფერიდან დაწყებული ხარისხით დამთავრებული ადამიანს ქრომოსომებსა და ორგანელებში განლაგებული გენეტიკური ინფორმაციითაა განპირობებული. ეს ინფორმაცია მრავალგვარია და დღეისათვის უკვე 7 500 სხვადასხვა ცილისთვის დამახასიათებელი შესატყვისი გენია ცნობილი. როცა ჩვენ ერთი რომელიმე გენის დაზიანებაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება მან მრავალი სხვადასხვა გამოვლინება მოგვცეს. ყველა გენი ადამიანის 46 ქრომოსომაშია ჩალაგებული და თითოეული ქრომოსომა წყვილის სახითაა წარმოდგენილი.

ერთადერთი განმასხვავებელი, რასაც შვილი დედისგან და მამისგან იღებს, ეს არის სასქესო ქრომოსომები. დედისგან ბავშვმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ X ქრომოსომა, გინდათ ბიჭს გადასცემდეს და გინდათ, გოგოს. მამა ბიჭს გადასცემს Y ქრომოსომას, თუ მას გოგო ეყოლა, ესე იგი მისთვის X ქრომოსომა გადაუცია. თუ X ქრომოსომაში 800-ზე მეტი მოქმედი გენი არსებობს, კაცის Y ქრომოსომაში მხოლოდ 90-მდეა. ბევრად უფრო ნაკლებია, მაგრამ სქესის კოდირებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია. მხოლოდ Y ქრომოსომაშია გენების ის ნაწილი, რომელიც კაცის სქესის, სპერმის სინთეზზე, ყველა მამაკაცურ ნიშანზეა პასუხისმგებელი. მამრობითი სქესი გადაეცემა მხოლოდ მამაკაციდან, მდედრობითი ქალის სქესი გადაეცემა როგორც დედიდან, ისე მამიდან.

ინფორმაცია გადმოგვეცემა არა მარტო ქრომოსომებიდან, არამედ მიტოქონდრიაში, ანუ ბირთვის გარეთ არსებული ორგანელებიდან, რომლებშიც არსებული ინფორმაცია მხოლოდ დედიდან ხვდება ბავშვთან. ამიტომ, საშუალოდ, ნიშან-თვისებების 15%, რასაც ბირთვიდან აიღებს ადამიანი, მხოლოდ დედისაა. ქალების როლი, ამ შემთხვევაში, მეტია.

ნებისმიერი დაავადება რომ გამომჟღავნდეს ადამიანში, ან დედა და მამა თანაბრად უნდა იყოს “დამნაშავე”. ძალიან, ძალიან იშვიათად მამაა პასუხისმგებელი თავისი Y ქრომოსომით ამა თუ იმ დაავადებაზე. სამწუხაროდ, X მდედრობითი ქრომოსომიდან ბევრად მეტი დაავადება შეიძლება მოხვდეს ადამიანთან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჰემოფილია, როცა სისხლის შედედების პროცესი ირღვევა. ასევე, დაავადება დალტონიზმი. ის აუცილებლად სქესთანაა შეჭიდული, ვლინდება მამრობითი სქესის შვილებთან, მაგრამ მიზეზები დედები არიან.

58 დამატებითი X-შეჭიდული დაავადება, რომლებიც ქალის სასქესო ქრომოსომაზეა განლაგებული. უმრავლეს შემთხვევაში დედიდან ვაჟიშვილების ნახევარს გადაეცემა. ხოლო, მამიდან ასეთი შედარებით ნაკლებია. მაგალითად, მამიდან შესაძლოა ვაჟიშვილს უშვილობა გადაეცეს, შეიძლება გადაეცეს დაავადება, რომლის დროსაც გარეგნულად სრულიად ჯანმრთელ ქალს კაცის ქრომოსომები აქვს.

სასქესო ქრომოსომებს თავიანთი დაავადებები აქვთ. ისინი ან შეიძლება მეტი ჰქონდეს ადამიანს, ან ნაკლები. მაგალითად, თუ ერთი X ქრომოსომა აქვს, მაშინ ამან შესაძლოა, ტერნერის სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს. ასეთი გოგონები სიმაღლეში ზრდაში ჩამორჩებიან. შესაძლებელია, ადამიანს ზედმეტი X ქრომოსომა ჰქონდეს. ასეთი გოგონებიც გარეგნულად ქალის ყველა ნიშანს ატარებენ, მაგრამ რაც უფრო მეტი X ქრომოსომა აქვს ადამიანს, ბავშვის გლობალური განვითარების ჩამორჩენას იწვევს. ასევე, შეიძლება ადამიანს კაცის ზედმეტი ქრომოსომა ჰქონდეს. ასეთი კაცები ოჯახის წევრებთან შედარებით, ბევრად უფრო მოსული ზომებით გამოირჩევიან. დამატებითი Y ქრომოსომა ნაპოვნია იმ პოპულაციაში, რომლებიც სიმაღლეში 1,89 სმ-ზე მაღალი არიან. ასევე, კაცს შეიძლება დამატებითი X ქრომოსომა ჰქონდეს და ამას კლაინფელტერის სინდრომი ჰქვია. კაცის გარეგნობაში შეტანილია ქალური ელემენტები.

გენეტიკით გადაცემულ პირველივე ნიშანს ვხედავთ ბავშვის დაბადებისას. რომ შეხედავენ, მაშინვე ამბობენ, დედას ჰგავს, თუ მამას. მაგრამ, რაც შეეხება დაავადებებს, სხვადასხვა ასაკში ვლინდება. ბავშვი, რომელიც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიით იბადება და აქვს აქონდროპლაზია, მუცლადყოფნის დროს, ექოსკოპიის დროსაც კი შეგვიძლია, რომ აღმოვაჩინოთ. არის დაავადებები, რომლებსაც ახალშობილობის დრო აღმოვაჩენთ. სახელმწიფო ახალშობილებზე სკრინინგს აკეთებს. არის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, 70 წელს ზემოთ ასაკში გამოიხატება ხოლმე, მაგრამ გენეტიკურია. მაგალითად, ჭკუასუსტობა. გარდატეხის ასაკშია ხშირად ისეთი გენეტიკური დაავადებების წინ წამოწევა, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია. ამიტომ, ადამიანები სულ ყურადღებით უნდა იყვნენ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი