პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები„შუშანიკის წამება“ კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ.. ვასწავლოთ ბავშვებს...

„შუშანიკის წამება“ კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ.. ვასწავლოთ ბავშვებს რთული ტექსტი მარტივად“ – დათო ტურაშვილი

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები – ამის შესახებ დათო ტურაშვილმა გადაცემაში მე-17 სართული ისაუბრა.

„შუშანიკის წამება“ ისეთი შედევრია, რომ დედამიწაზე არ არსებობს მე-5 საუკუნეში დაწერილი ასეთი მაღალმხატვრული ნაწარმოები.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები ? რა გავაკეთოთ? მარტივია გამოსავალი. როგორც ფრანკფურტში მოიქცნენ გერმანელები, ვასწავლოთ ბავშვებს რთული ნაწარმოებები მარტივად. შუშანიკი კი არ ამოვიღოთ, უნდა დავტოვოთ და პედაგოგიკა შევცვალოთ. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეს ძალიან მარტივად. მასწავლებელი, რომელმაც არ იცის შუშანიკის წამებაში რა წერია, არ უნდა იყოს მასწავლებელი.

ყველაზე რთული არის მარტივად მოყოლა, ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ. უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე მთავარი ყველაზე პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში არის მასწავლებელი, ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს პრესტიჟული, ანაზღაურებადი“, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ უნდა იმუშაოს 2024 წლის აბიტურიენტმა ისტორიის ტესტზე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი