პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიდაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში?

დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში?

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს რა ჰიგიენური პრობლემები იმალებოდა როკოკოს ეპოქის ხავერდოვანი კაბებისა და რომანტიული გარეგნობის ქალბატონების უკან.

სულ რაღაც 150-200 წლის წინ ოფლის სუნთან გამკლავება არც ისე ადვილი იყო. ინტიმური ადგილების რეგულარული დაბანა უშვილობის გამომწვევ მთავარ მიზეზად ითვლებოდა. ცხელი აბაზანის მიღება კი თავში ვინმეს იშვიათად მოსდიოდა.

ითვლებოდა, რომ წყალთან ერთად ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, ორგანიზმი სუსტდება და ტიფის აკიდება მარტივი ხდება.

მონარქები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე იბანდნენ, დედოფლები სულ ორჯერ- დაბადებისას და გათხოვების დროს.

მეთვრამეტე საუკუნემდე მხოლოდ ხელებისა და პირის დაბანა იყო გავრცელებული. რეგულარული დაბანის რეკომენდაციას არც ექიმები გასცემდნენ.

ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი თვალების ანთებასა და მხედველობის დაკარგვას იწვევდა.

სამაგიეროდ იმ დროს დიდი წარმატებით სარგებლობდა ბალახის ნაყენები, ვარდისფერი წყალი და არომატული გამხმარი ბალახებით დამზადებული პატარა ბალიშები, რომლებსაც ტანსაცმელზე იმაგრებდნენ.

ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს სუნამოს ხმარება მეფის ბრძანებას წარმოადგენდა. სუნამოს დაპკურების გარეშე სამეფოს კარზე გამოჩენის უფლება არავის ჰქონდა.

მეთვრამეტე საუკუნეში მოდაში გრანდიოზული ვარცხნილობები შემოვიდა. თმებს პროფესიონალი სტილისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ. იმისთვის, რომ ვარცხნილობას ფორმა არ დაეკარგა მანდილოსნებს თავის სპეციალურ დასადებებზე ეძინათ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი გორი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი