შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიმე განა მეწყერსა ვჩივი, ხალხსა ვტირი დამარხულსა - ბესიკ ხარანაული

მე განა მეწყერსა ვჩივი, ხალხსა ვტირი დამარხულსა – ბესიკ ხარანაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება პოეტი ბესიკ ხარანაული:

მე განა მეწყერსა ვჩივი,
ხალხსა ვტირი დამარხულსა,
ქარს და ავდარს კი არ ვჩივი,
ხალხსა ვტირი დაკარგულსა,
ზამთარი რომ დამთავრდება,
რით წარვუდგე გაზაფხულსა,
ყვავილი ვის მოვუწყვიტო,
არვინ ჩაიკონებს გულსა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი