ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ჯანმრთელობა"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" -...

“გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო… ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო” – რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?

ექიმსა და ტელეწამყვან სოფო ჯაფარიძეს ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასაკლები პრეპრატის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილად ისაუბრა. სოფომ მაყურებლებს სთხოვა, რომ თვითნებურად არასოდეს მიეღოთ ეს ინექცია, რომელმაც შეიძლება წონაში დაგაკლებინოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად იქცეს.

პრეპარატი საქართველოში არ იყიდება, მის გამოწერას მომხმარებლები სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით ახერხებენ. რეალურად პრეპარატი წონაში დასაკლებად არ გამოიყენება, ექიმები მას დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს სამკურნალოდ, დამხმარე საშუალებად უნიშნავენ. რადგან ინექცია მადის დაქვეითებას იწვევს, ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანების ნაწილი მისი მოხმარებისას წონაში იკლებენ, მაგრამ უკუჩვენებები ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ დაუშვებელია მისი მოხმარება ექიმის გარეშე

სოფო ჯაფარიძე:

– ყველა იმ აზრზეა, რომ არ მჭირდებოდა წონაში კლება, მაგრამ მე არ ვთვლი ასე. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ დისკომფორტი მქონდა, წონაში კლება გამიჭირდა, დაახლოებით ათი კილო მქონდა ზედმეტი. ასეთი გამხდარი როგორც ახლა ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთ ასაკში, მაგრამ ამაზე 8 კილოთი მეტი ვიყავი მინიმუმი რაც აქამდე ვყოფილვარ. დიახ, ზედმეტი მომივიდა.

თავიდან როდესაც ვერ ვიკლებდი ენდოკრინოლიგთან მივედი, რომელმაც ანალიზები გამაკეთებინა, ანალიზები არეული მქონდა, რამაც დამირეგულირა პრობლემები და დავიწყე წონაში კლება. გურმანი ვარ და მეც მიყვარს კეთება და როდესაც რამეს ვაკეთებ, მეც ვსინჯავ რა თქმა უნდა. 9 კილო ნახევარი დავიკელი, მაგრამ შემდეგ წონა გამეყინა. შემდეგ გავიგე პრეპარატის შესახებ, ეს არის კანქვეშა ინექცია, რომელიც ინიშნება დიაბეტის დროს. მე სრულიად არაექიმურად მოვიქეცი, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ორი თვე ვიკეთებდი და საოცარი შედეგი მქონდა. მომენტალური კლება დავიწყე. მაგრამ ყველაზე ასე არ არის, დედაჩემი იკეთებს, მაგრამ გრამი არ აქვს დაკლებული.

ახლა რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, ყო­ველ წელს ვი­კე­თებ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა. ერთი თვის წინ რომ გა­ვი­კე­თებ კი­დევჩე­ქა­ფი“, ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე მაქვს პრობ­ლე­მა. გა­მიჩ­ნდა კვან­ძე­ბი, გავ­ხდი სა­ო­პე­რა­ციო. სწო­რედ ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ. მაქვს ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რაც სა­დამ­დე მივა არა­ვინ არ იცის. მე არა­ერთ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია და ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ეს პრე­პა­რა­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბო­ლოს მი­თხრეს, რომ ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში მქონ­და, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი მაქვს.

READ  ,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში…” - ნანა მჭედლიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

მე ამ პრე­პა­რატს ექი­მის გა­რე­შე არა­ვის ვურ­ჩევ. გაძ­ლი­ე­რე­ბულ კვე­ბა­ზე ვარ გა­და­სუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვჭამ, ვი­ტა­მი­ნებ­საც ვი­ღებ, მაგ­რამ გრამ­საც ვე­ღარ ვი­მა­ტებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ტკბი­ლი და ამა­საც ვე­ღარ ვჭამ, რად­გან ამ პრე­პა­რატ­მა შე­მიც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა. ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა რო­მე­ლიც მქონ­და -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე. გან­გა­შის ნიშ­ნე­ბი ჩა­მერ­თო, ხომ არ მქონ­და ანო­რექ­სი­ის ნიშ­ნე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე საჭ­მლის და­ნახ­ვა­ზე მქონ­და გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა. ზო­გა­დად არაშ­რო­მი­სუ­უ­ნა­რო გამ­ხა­და, მაგ­რამ ვი­ტან­დი, რად­გან სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, მომ­წონ­და ჩემი თავი გამ­ხდა­რი. ალ­ბათ სამ კი­ლოს მო­ვი­მა­ტებ­დი.

ლო­ყე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ინექ­ცი­ის მე­ში­ნია და სა­ხე­ზე ინექ­ცი­ებს ვერ ვი­კე­თებ­დი და ბო­ლოს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამ დროს არა­ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ვი­ზუ­ა­ლი გაქვს. სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი მი­რე­კავ­და, არ ჩერ­დე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა მო­გი­ვი­დაო, ყვე­ლას ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემს მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამ დროს ჩემი ნე­ბით ვიკ­ლებ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მქო­ნია მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ ვი­ცო­დი რა იყო შფოთ­ვა და ახლა და­მე­წყო. ყვე­ლას ვთხოვ, რომ ექი­მის გა­რე­შე არ გა­ე­კა­როთ ამ პრე­პა­რატს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
რა არის დისლექსია? როგორ ვამოვიცნოთ დისლექსია?

რა არის დისლექსია? როგორ ვამოვიცნოთ დისლექსია?

აპრილი 7, 2025
მარტივი სადილის იდეები — სწრაფი და გემრიელი გადაწყვეტილებები ყოველდღიურად

მარტივი სადილის იდეები — სწრაფი და გემრიელი გადაწყვეტილებები ყოველდღიურად

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი