ტვინის ვარჯიში მეხსიერების, ფოკუსირების ან ყოველდღიური ფუნქციების გასაუმჯობესებლად არის მთავარი პრიორიტეტი მრავალი ხანდაზმულისთვის. მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ტვინის რამდენიმე მარტივი ვარჯიშის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვით.
ტვინი ჩართულია ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და, როგორც სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი, მასაც სჭირდება მოვლა.
კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი გონებრივი სიმახვილე და დაეხმაროთ ტვინს ჯანმრთელი იყოს, მიუხედავად ასაკისა. ტვინის გარკვეული ვარჯიშების გაკეთება მეხსიერების, კონცენტრაციისა და ფოკუსირების გასაძლიერებლად დაგეხმარებათ ყოველდღიური დავალებები სწრაფად და მარტივად შეასრულოთ.
გაერთეთ ფაზლებით
ეს აუმჯობესებს მრავალ კოგნიტურ უნარს და არის დამცავი ფაქტორი ვიზუალური კოგნიტური უნარების. ფაზლის აწყობისას უნდა დააკვირდეთ სხვადასხვა ნაწილებს და გაარკვიოთ, სად ჯდება ისინი დიდ სურათში. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა თქვენი ტვინის გამოწვევისა და ვარჯიშისთვის.
სცადეთ კარტის თამაში
კვლევამ ზრდასრულთა გონებრივ მასტიმულირებელ აქტივობებზე, დაადგინა, რომ კარტის სწრაფმა თამაშმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მოცულობის გაზრდა ტვინის რამდენიმე უბანში. იმავე კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ბანქოს თამაშს შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება და აზროვნების უნარები.
შექმენით თქვენი ლექსიკა
კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის ბევრი რეგიონი ჩართულია ლექსიკის ამოცანებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ვიზუალური და სმენითი დამუშავებისთვის.
იცეკვეთ
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ახალი საცეკვაო მოძრაობების შესწავლამ შეიძლება გაზარდოს ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე და მეხსიერება.
გამოიყენეთ ყველა გრძნობა
კვლევა ვარაუდობს, რომ ყველა გრძნობის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ტვინის გაძლიერებას.
იმისათვის, რომ გრძნობები და ტვინი ავარჯიშოთ, სცადეთ ისეთი აქტივობების შესრულება, რომლებშიც ერთდროულად ჩაერთვება ხუთივე გრძნობა.
ისწავლეთ ახალი უნარები
ახალი უნარების სწავლა არა მხოლოდ სახალისო და საინტერესოა, არამედ შესაძლოა ხელი შეუწყოს ტვინში კავშირების გაძლიერებას.
ასწავლეთ სხვას ახალი უნარები
სწავლის გაფართოების ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ასწავლოთ სხვა ადამიანს.
მოუსმინეთ მუსიკას ან დაუკარით ინსტრუმენტზე
კვლევის თანახმად, მხიარული მელოდიების მოსმენა ხელს უწყობს უფრო ინოვაციური გადაწყვეტილებების გამომუშავებას სიჩუმესთან შედარებით. რაც ნიშნავს, რომ სასიამოვნო მუსიკა დაგეხმარებათ შემოქმედებითი აზროვნებისა და ტვინის გაძლიერებაში.
მედიტაცია
ყოველდღიურ მედიტაციას შეუძლია დაამშვიდოს სხეული, შეანელოს სუნთქვა, შეამციროს სტრესი და შფოთვა. ის ასევე დაგეხმარებათ მეხსიერების დახვეწაში და ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების უნარის გაუმჯობესებაში.
ისწავლეთ ახალი ენა
მრავალი კვლევის მიხედვით, ბილინგვიზმი ხელს უწყობს მეხსიერების, ვიზუალურ-სივრცითი უნარების გაუმჯობესებას და კრეატიულობის მაღალ დონეს. ერთზე მეტ ენაზე თავისუფლად ფლობა ასევე დაგეხმარებათ უფრო მარტივად გადახვიდეთ სხვადასხვა ამოცანებს შორის და გადადოთ ასაკთან დაკავშირებული გონებრივი დაქვეითება.
მასალის გამოყენების პირობები