„სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან ასოცირდებოდა და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა“

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალ სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლით (2 926 მ) ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის განმავლობაში რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და  ტრაქტორების საშუალებით გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეების ნაშალისგან. თბილისიდან ომალომდე ჩასვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

სოფელი ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო, ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება დაიწყო, რის შედეგდაც, დასახლებას „ახალი ომალო“ ეწოდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ადრე ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა. ხალხის გადმოცემის მიხედვით შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

კესელომდე ერთადერთი მისასვლელი გზა აღმოსავლეთის მხარეზეა და ისიც ქვითკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული.

ციხეც და საცხოვრებელი სახლებიც, ადგილობრივების თქმით, ვულკანური წარმოშობის ქვებით, უწყლოდაა ნაშენი.

თუშური სტუმარ-მასპინძლობა
ცხენოსანი მგზავრი სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდება და ვიდრე სოფელს არ გასცდება, ცხენზე არ შეჯდება. ეს წესი დღესაც ცოცხალია, ზედმიწევნით იცავენ და მის დაცვას სტუმრისაგანაც ელიან…
სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან ასოცირდებოდა და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. შემდგომში, ამ ჩვეულებამ თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატულებისა და მისალმების ჟესტის მნიშვნელობა შეიძინა. წყარო

📍 თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან ასოცირდებოდა და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95/
sheniganatleba.ge
READ  „დღეს მქონდა პირველი დღე კოლეჯში… მიხარია რომ სწავლით ვიქნები დაკავებული და დარდისთვის დრო აღარ დამრჩება“ – ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი SUNY Westchester Community College-ის სტუდენტი გახდა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network