ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები“სახლში ჩემი საყვარელი კუთხე სახატავი ადგილია…” -ექსკლუზიური ინტერვიუ ხატმწერ თამთა თოიძესთან

“სახლში ჩემი საყვარელი კუთხე სახატავი ადგილია…” -ექსკლუზიური ინტერვიუ ხატმწერ თამთა თოიძესთან

“შენი ინტერიერი” თამთა თოიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… თამთა ფერმწერი და ხატწერის რესტავრატორია, რომლის ნამუშევრები არაერთ ქართულ და უცხოურ კერძო კოლექციებში ინახება… ხატვასთან ერთად თამთა ინტერიერისთვის საჭირო ნივთების შექმნითაცაა დაკავებული…

– თამთა, მოგესალმებით, ხატმწერი ბრძანდებით… როდის დაინტერესდით მხატვრობის ამ უნიკალური მიმდინარეობით?

– გამარჯობა, პროფესიით ვარ ხატწერის რესტავრატორი და ფერმწერი. მთელი ცხოვრებაა, ვხატავ. ეს უფრო ღრმა ბავშვობიდან მოდის და, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.. ის ჩემთვის არის ძალა, რომელიც განცდების და ემოციების გამოსახატად მეხმარება და განსატვირთვად ყველაზე კარგი საშუალებაა.

– ავეჯის დიზაინიც გყვარებიათ… კონკრეტულად, რას აკეთებთ ამ სფეროში?

– მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ, როდესაც ოჯახი შევქმენი, რესტავრაციის ექსპედიციებში უკვე ვერ ვახერხებდი წასვლას და ამიტომ, ალტერნატიული ვერსიის ძიება დავიწყე. ვფიქრობდი, თუ რისი შექმნა შემეძლო სახლში, რაც ოჯახს თვეებით არ დამაშორებდა… ახალ სახლში გადასვლისას დაგვჭირდა ინტერიერის ნივთები და ძიების პროცესში მივხდი, რომ შემეძლო თავად შემექმნა. თანაც შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სახით მისი რეალიზაცია… პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებით განვახორციელე, შემდეგ ჟურნალების მაგიდა… ნელ-ნელა სხვადასხვა ნივთს და ინტერიერისთვის განკუთვნილ საგნებს ვაფორმებდი და ვქმნიდი ჩემებურად…

– ხატვის განსაკუთრებული ტექნიკა გაქვთ. როგორ აღმოაჩინეთ თქვენი ნიშა?

– ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე და ხშირად დავყავდი მშობლებს ტაძარში. ტაძრის ფრესკებს ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე, დიდ აღფრთოვანებას და მისტიურ შეგრძნებას მმატებდა მისი ხილვა.. ხატი – სხვა სამყაროში გამავალი რამ არის, ისეთი რაღაც, რაც სიტყვებით არ გამოითქმის და შინაგანად უნდა იგრძნო.. მოკლედ რომ ვთქვა, ის წუთიერი სამყაროდან საუკუნო სამყაროში მიგიძღვება. მისით დაინტერესებული ყოველთვის ვიყავი და მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში და ხატმწერ-რესტავრატორი გავხდი.. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი