„ძალიან დააკლდება ქუთაისს…“ – ქუთაისის მერი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ნინო ბერიძე
0 წუთიანი წაკითხვა

გარდაიცვალა ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი ენდი ნემსიწვერიძე. მის გარდაცვალებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ეხმაურება:

“დღეს ენდი ნემსიწვერიძისთვის დაბადების დღე უნდა მიმელოცა… ახლა სამძიმრის სიტყვები უნდა ვთქვა.

ენდი ნემსიწვერიძე- გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, მოქალაქე, სკოლის დირექტორი, შემოქმედი…

ძალიან დააკლდება ქუთაისს, დაგვაკლდება მის დიდ სამეგობროს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თანავუგრძნობ ენდის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ მწუხარებაში” – წერს ქუთაისის მერი.

გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის