“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

shenisilamaze.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს „პულმანში“ გაიმართა, მომღერალ ლიზა ბაგრატიონს ესაუბრა…

– ქალბატონო ლიზა, როგორ მოგწონთ ვანო აბულაძის ეს გამოფენა და რას გვეტყვით თავად მხატვარზე?…

– ბატონი ვანო ჩემთვის უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედი, მხატვარი და ადამიანია, რომელიც ალამაზებს პირადად ჩემი და ყველა მისი თაყვანისმცემლის ცხოვრებას. დღევანდელ გამოფენას რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემატიკაა. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით. ამის ასე ლამაზად, ასეთი ფიქრით, ამ მასშტაბით წარმოდგენა ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ იყო სიურპრიზი იმ მხრივ, რომ ზუსტად ვიცი, მის პოტენციალს, ნიჭიერებას, გონიერებას არ აქვს საზღვარი. თუმცა დღევანდელი ნამუშევრებით მაინც შეძრული ვარ იმიტომ, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა და სილამაზე, ხელოვნება ასევე ემსახურება იმას, რომ ჩვენ დაგვაფიქროს, უკეთესი გაგვხადოს და მიგვანიშნოს იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღეს ბატონმა ვანომ ეს ზედმიწევნით კარგად  შეასრულა. ერთი მხრივ, გამოგიტყდებით, რომ წავალ დამძიმებული ამ გამოფენიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ იმედს მაძლევს იმისა, რომ ხვალ უფრო მშვიდობიანი, გამთლიანებული საქართველო და ბედნიერი მომავალი გველის. იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი მოაზროვნე შემოქმედები არიან ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანამ კარგად უნდა იცხოვროს…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ბატონ ვანოს პირადად ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს დიდი ბედნიერება მასთან ურთიერთობისა…

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. “ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
READ  ,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network