„გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…“

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სახლის აივანი

„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო. ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხო უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“ – მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი. სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას. ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე.
ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში. ვიქნებოდი ასე 8 – 9 წლის და ეზოში ვთამაშობდი. „უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს.
სამი მანეთი გაუწოდა ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და 1 – 2 პური მოგვყიდეო. ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო ეზოში, ოღონდ ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეო“.

სათონეში გამიყოლა, სამი პური დაადო ერთმანეთს, ერთი ნაზუქი, მერე ავედით სახლში, ყველი ამოიღო დერგიდან, პომიდორი, კიტრი, ნივრის მწნილი. „მოდი შვილო, ბოთლი დამიჭირეო“, ერთი ბოთლი ქლიავის არაყი ჩამომასხმევინა. გავუტანეთ ეს ყველაფერი და მივეცით.
„ღმერთმა ხელი მოგიმართოთო“, დალოცა ბებიაჩემმა. გამოგვართვა ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და არ მიდის. დგას ასე გაშტერებული და დაჰყურებს საჭმელს. მერე შეხედა ბებიაჩემს, მერე მე შემომხედა, მერე სახლს. ბოლოს თქვა რაღაცნაირად, მოგუდულად, „ვისი ოჯახია ესო?“ წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული…“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/guli-mipharthkhalebda-radgan-dartsmunebuli-viqhavi-rom-qriste-iqho-chventhan-mosuli/
sheniganatleba.ge
READ  „გვქონდა ბედნიერება, რომ ძველით ახალ წელს საპატრიარქოში უწმინდესთან ერთად შევხვედროდით…“ – რას იხსენებს ამერიკული ვოიაჟიდან დაბრუნებული სოფო ცქვიტინიძე გასულ ახალ წელზე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network