პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან...

,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი ერი ვართ.

„არის მოვლენები ცხოვრებაში, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ასეთი მოვლენა იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვება… მინდა ბევრი ვთქვა და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ გონება აღარ მუშაობს, გული და სული მხოლოდ… ჩვენ ქართველებს გამარჯვების სიხარული გვაკლია…

შენ ხარ ქვეყანა, შენ ხარ სულ გამორჩეული, ამხელა სამყაროში. აი ეს გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა. ასეთი გაერთიანებული ერი, როგორც ამ გამარჯვების შემდეგ იყო, მე მახსოვს, ეს იყო 14 აპრილი – ქართული ენის დღე.

სიზმარში მგონია ჩემი თავი. ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი ერი ვართ. სულ წარმატებებით გვევლოს ქართველებო, ვართ ჩვენ ამის ღირსი”, – საუბრობს მურმან ჯინორია.

ცნობისთვის, საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შედეგად ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ასეთი შინაგანი სიმართლის და ხიბლის არტისტი იშვიათად მინახავს“ – ვინ არის ერთი გამორჩეული მსახიობი მანანა ბერიკაშვილისთვის და მისი ქალიშვილისთვის
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი