„მთაწმინდელ ბავშვებსაც გვყავდა ჩვენი მარიტა” – სანდრო ელოშვილი

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სევდიანი ტექსტით ეხმაურება ზოია წიკლაურის გარდაცვალებას, რომელსაც თბილისელები კარგად იცნობდნენ და “მთაწმინდელების მარიტას” ეძახდნენ.

“ჩემს ბავშვობასაც ჰქონდა ფერები… მთაწმინდელ ბავშვებსაც გვყავდა ჩვენი მარიტა…

– გიჟი მოდის, გიჟი მოდის – გავაგონებდით მთელს რუსთაველს და თითქოს ჩვენს ჯინაზე, ჩვენს დასაბრმავებლად, მეტად გაიღიმებდა, მეტად გალამაზდებოდა და ისე გაივლიდა…

ახლა გავიგე წავიდაო, აღარ არისო, გარდაცვლილაო, გაფრენილაო…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ლამაზი იყო მასთან ეს ქალაქი, ლამაზები ვიყავით ჩვენც… თვითონ კი ყველას სამყოფად ლამაზი იყო!

უკვე ასაკში… შეძახილებით რომ აღარ დავდევდი, დავინახავდი, გავჩერდებოდი და ვფიქრობდი… როგორ? ნუთუ ასე, ყოველ დილით, დგება სარკესთან და ხატავს საკუთარ თავს მეთქი…

ხომ ამბობენ ყველა სიზმარი შავ-თეთრიაო, ახლა ჩემი ქუჩა და ჩემი პატარაობა გაუფერულდა, რადგან უკან გახედვისას, გახსენებისას, დარდის სამყოფად თბილი იქნება სამყარო… “საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის, ” – წერს სანდრო ელოშვილი.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის