„ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის მიერ 7 წლის ასაკში შექმნილი მუსიკა

„ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის მიერ 7 წლის ასაკში შექმნილი მუსიკა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

9 აპრილისადმი მიძღვნილი „რექვიემის“ შესახებ ანუკი ცქვიტინიძემ გადაცემაში „იმედის დღე” ისაუბრა. მან ემოციურად გაიხსენა ბავშვობის ის პერიოდი, როდესაც ჯანსუღ ჩარკვიანმა მას „რეკვიემი“ 7 წლის ასაკში ანდო.

„ნამდვილად ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ყველაფერი იმ დილით (9 აპრილის დილა) დედას სასეირნოდაც ვყავდით მიტინგზე და მალევე დავბრუნდით სახლში…. ძალიან მძაფრად მახსოვს, რადგან ჩემი მეზობელი იყო თამუნა ჭოველიძე, ამიტომ ძალიან იმოქმედა, მაშინ ნაკლებად გვქონდა ბავშვური სიხარული, მეტი გვესმოდა… მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა „რეკვიემი” რომ მანდო… ამ სიმღერით ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით, ქალბატონმა მაკა აროშიძემ მოისმინა, შეიქმნა კვარტეტი და ვასრულებდით ფილარმონიაში და რაც ჩემთვის დიდი პატივია, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მაშინ თქვა – „ღვთისგან ბოძებული ნიჭია ის, რაც რუსუდან ფეტვიაშვილს ახატინებს და ანა ცქვიტინიძეს აწერინებს….”- ამბობს ანუკი ცქვიტინიძე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის მიერ 7 წლის ასაკში შექმნილი მუსიკა. 10 აპრილი, 2024. https://sheniganatleba.ge/ახლა-რომ-ვფიქრობ-ასე-მგო/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის მიერ 7 წლის ასაკში შექმნილი მუსიკა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%95%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
READ  გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network