98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა

98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
განათლების სამინისტრომ დაამტკიცა საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსის განახლებული წესი. ცვლილებები მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს ვარკეთილში, 146-ე საჯარო სკოლაშიც. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგებიც.

განცხადება გაავრცელა 146-ე სკოლამაც. როგორც სკოლაში აცხადებენ, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“, – ნათქვამია 146-ე საჯარო სკოლის განცხადებაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მანამდე სამართალდამცველები მუშაობდნენ ავლაბარში, 98-ე საჯარო სკოლაშიც.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

როგორც სუს-ში განაცხადეს, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). 98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა. 22 აპრილი, 2024. https://sheniganatleba.ge/98-ე-სკოლის-შემდეგ-სამართალ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 98-ე სკოლის შემდეგ, სამართალდამცველებმა 146-ე სკოლაშიც დაასრულეს მუშაობა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/98-%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  საქართველოში, სკოლებში გოგოების მიღწევები აღემატება ბიჭებისას
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network