შაბათი, მაისი 30, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ -...

50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ – წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!

ადამიანებს, რომლის ასაკი 50 წელი და ცოტა მეტი იყო, ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდნენ, 20-30 წლის ასაკში რომ დაბრუნებულიყვნენ და რა რჩევას მისცემდნენ ახალგაზრდებს. პასუხების უმრავლესობა, ძალიან მარტივი და ჭკვიანური იყო. ამიტომ, მათი აზრი ბევრისთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის.

1. თავი დაანებეთ მოწევას. ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება არის და თან არასასიამოვნო სუნიც აქვს. გარდა ამისა, 100% გარანტირებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემებს გამოიწვევს. თუ გინდათ, რომ 50 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით არ იწვეთ ონკოლოგიურში, ახლა სწორედ ის დრო არის, რომ მოწევას თავი დაანებოთ.
2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. გინდათ ნაოჭიანი, მშრალი, აქერცლილი და თხელი კანი? მაშინ წადით პლაჟზე და დატკბით მზით დამცავი კრემის გარეშე.

3. ეკონომიურად ხარჯეთ ფული. ეს სასიამოვნო რჩევა არ არის, მაგრამ საჭიროა. 30 წლის ასაკში, ადამიანი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ამიტომ, ყოველთვის გადაინახეთ ცოტა-ცოტა. დღეს თუ ეკონომიას გააკეთებთ, დროთა განმავლობაში, საკმაოდ დიდი თანხა დაგიგროვდებათ.
4. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა მშობლებთან. თუ თვლით, რომ ოჯახის წევრებს თქვენი არ ესმით — უნდა ისწავლოთ მათი გაგება და ახლობლებთან ურთიერთობის აწყობა. ოჯახური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. მალე მიხვდებით, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ცხოვრებაში.
5. მოაგროვეთ მოგონებები, და არა საგნები. თქვენ — თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ხართ. ძალიან მოსაწყენია 50 წლის ასაკში გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური სიკეთის გარდა, ვერაფერი მოაგროვეთ. მოაგროვეთ მოგონებები – მათი გადაგდება შეუძლებელია და არც არასოდეს გაუფასურდება.
6. ისწავლეთ გაცემა. გააკეთეთ სიკეთე. მიეცით ადამიანებს ის, რაც მათ სიხარულს მოუტანს. მაგრამ, ეს მთელი გულით და სულით გააკეთეთ. ნუ მოითხოვთ ამისთვის სამაგიეროს. და მაშინ, თქვენი გულიც სიყვარულით აივსება.

7. დაკავდით სპორტით. ეს მართლაც მნიშვნელოვანი არის. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით ახლა, მაშინ თქვენ საკმარისად აქტიური იქნებით 50 წლის ასაკშიც. მოიცილეთ ჭარბი წონა. ეცადეთ ყოველთვის სტანდარტული წონის ფარგლებში იყოთ.

READ  ნახეთ, ნიკო ფიროსმანის უკანასკნელი ფოტო, რომელიც ძველი გაზეთიდანაა აღდგენილი

8. იმით გაიხარეთ, რაც გაქვთ. ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელი და წარმატება. წუწუნის ნაცვლად, იმით გაიხარეთ რაც გაქვთ, და თქვენ ნამდვილად ბედნიერი იქნებით.
9. გადაეჩვიეთ საქმის მომავლისთვის გადადებას. სახლის ყიდვა გინდათ? გინდათ მიიღოთ სამეცნიერო ხარისხი ან მეორადი განათლება? კარიერის შეცვლის სურვილი გაქვთ? გინდათ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოთ? ბიზნესის მიტოვება და საკუთარ თავზე გინდათ მუშაობა? მაშინ დღეს დაიწყეთ. და ნუ იტყვით, რომ ამას მომავალში დაუბრუნდებით. დრო 30 წლის შემდეგ, თითქოს ჩქარდება და ოცნება ოცნებად რჩება.

10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ. იძინეთ საკმარისი დროის მანძილზე. დაწექით და ადექით ერთი და იმავე დროს. თუ უძილობა გაწუხებთ, აუცილებლად მოაგვარეთ ეს პრობლემა.
11. იზრუნეთ კბილებზე. ასაკის მატებასთან ერთად, სტომატოლოგიური პრობლემები უფრო მეტად იზრდება, ხოლო მკურნალობა უფრო მეტ დროს და სახსრებს მოითხოვს. ამიტომ, ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როდესაც ექიმის ჩარევა აუცილებელი გახდება. როგორც კი პრობლემას აღმოაჩენთ, მაშინვე მოაგვარეთ ის.

12. იყავით ცნობისმოყვარე. გამოდით სახლიდან და გააკეთეთ რამე არაორდინალური. ჩაერთეთ ნამდვილ თავგადასავალში! გადაიღეთ ფოტოები, იარეთ ყველგან ახლობლებთან ერთად. ეს მოგონებები გაგათბობთ და გაგახალისებთ ხანდაზმულობის ასაკში.
13. ნუ მიირთმევთ ნახევარფაბრიკატებს და საკვებს სწრაფი კვების ობიექტებიდან. ცხოვრების მანძილზე, შეგიძლიათ უამრავი ფული გამოიმუშაოთ და ნებისმიერ რამეზე დახარჯოთ. მაგრამ ჯანმრთელობის ყიდვა შეუძლებელია.
14. წელიწადში თუნდაც 10 კარგი წიგნი წაიკითხეთ. თქვენს ტვინს მუდმივად განვითარება ესაჭიროება. ამიტომ, დროს ნუ დაკარგავთ ტელევიზორზე და ვიდეოთამაშებზე.

15. ისწავლეთ მედიტირება. ეს სულ ცოტა დროს დაგაკარგვინებთ, ხოლო თქვენი ცხოვრება საოცრად შეიცვლება.
16. იმოგზაურეთ რაც შეიძლება ბევრი. მოგზაურობა ცვლის ყველაფერს. ის შთაგაგონებთ. შიშებისგან გათავისუფლებთ. მოგზაურობა ის არის — რაც სიცოცხლეს შეგაგრძნობინებთ.

17. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას. დაიჯერეთ, როდესაც 50 წლის გახდებით, თქვენთვის სულერთი იქნება, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე.

18. აწარმოეთ დღიური. ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ შეიძლება გადაგხდეთ და ბევრი რამ, შეიძლება დაგავიწყდეთ. ამიტომ, ჩაიწერეთ ყველაფერი და აუცილებლად შეინახეთ ფოტოსურათები.
19. გაუფრთხილდით მეგობრებს. იყავით იმ ადამიანების წრეში, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა და ყოველთვის თქვენს დახმარებას ცდილობენ.
20. დაიმკვიდრეთ საკუთარი ადგილი. მართალია, ამის გაკეთება რთულია ჩვენს რეალობაში, მაგრამ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ — მთავარი კი ის არის, რომ თქვენ, ამ ადგილზე, თავს კარგად გრძნობდეთ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წარსულის გაცილება მადლიერებით - ახალ წლამდე შესასრულებელი რიტუალი ეზოთერიკოსებისგან
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.