სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს პარლამენტში განხილული კანონპროექტი საბაზო განათლების საფეხურის გაძლიერებას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად საბაზო საფეხური ოთხწლიანი გახდება, ხოლო საშუალო განათლება ორწლიანი იქნება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლის თანახმად, სკოლებში საბაზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და გახდება ოთხწლიანი, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2 წლიანი იქნება.

„მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 10 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 საქართველოს პარლამენტი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-1-%e1%83%ac/
sheniganatleba.ge
READ  რამდენი უქმე დღე დარჩა 2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე და რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network