შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება, რომელსაც ხელფასი მინიმუმ 200 ლარით არ გაეზრდება"

“არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება, რომელსაც ხელფასი მინიმუმ 200 ლარით არ გაეზრდება”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, როდიდან მიიღებენ მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას და ვის რამდენი ლარით მოემატება ხელფასი

– საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პედაგოგებს, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან და არიან სტატუსიანი პედაგოგები, ანუ კომპეტენცია დადასტურებული აქვთ,საუბარია 52 211 მასწავლებელზე, სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად ეზრდება. ამ პედაგოგების 70%-ს, 37 ათას მასწავლებელს, ხელფასი 500, 600, 700 და 800 ლარით გაეზრდება. 25%-ს, 13 ათას პედაგოგს, ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება, ხოლო 5%-ს, 2300-2400 პედაგოგს, ხელფასი მინიმუმ 200 ლარიდან 300 ლარამდე ეზრდება. მთლიან კორპუსში, ანუ 52 ათასზე მეტი მასწავლებლიდან, არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება, რომელსაც ხელფასი მინიმუმ 200 ლარით არ გაეზრდება. ახალი ფორმულით ხელფასს მასწავლებლები უკვე ივლისის დასაწყისიდან აიღებენ. ივლისისა და აგვისტოს თვის საშვებულებო ანაზღაურების ჩარიცხვა ივლისის დასაწყისში მოხდება.

ანაზღაურება მასწავლებლის მიერ ჩატარებული საათების რაოდენობას დაეფუძნება. გათვალისწინებულია კვალიფიკაცია, განათლება, ხარისხი, სტაჟი. 52 211 პედაგოგში უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები იგულისხმება. სტატუსის დანამატმა კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად უნდა იარსებოს. ჩვენი მთელი აქტივობა მიდის იქითკენ, რომ მასწავლებელმა რაც შეიძლება, ხარისხიანი გაკვეთილი ჩაატაროს, მოსწავლისთვის ეცალოს და არ იყოს გადართული იმაზე, როგორ მოემზადოს გამოცდებისთვის, რომ კომპეტენცია დაადასტუროს და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ანაზღაურება აიღოს.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი