იცით, რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ, დანარჩენი მსოფლიო კი – პირიქით

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმის შესახებ, რატომ განსხვავდება არაბული და ებრაული დამწერლობა ჩვენგან ასე რადიკალურად? თურმე მიზეზი თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ მარტივია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ებრაული და არაბული დამწერლობა ძველი ბაბილონური ლურსმული დამწერლობის საფუძველზე წარმოიშვა, ხოლო დამწერლობის დასავლური ტრადიცია კი – ძველი ეგვიპტური პაპირუსის დამწერლობისგან.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად აგიხსნით მათ შორის არსებულ გასნხვავებებს და ასევე იმასაც თუ რატომ მოახდინა მან ასეთი დიდი გავლენა დამწერლობაზე. ჩართეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე პაპირუსია, ხელში კი თხელი დანა, სტილუსი გიპყრიათ. იეროგლიფებს მარჯვენა ხელით გამოსახავთ, ნაწერი რჩება მარცხნივ და ტექსტსაც ხედავთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენთვის მოსახერხებელია მარცხნიდან მარჯვნივ წერა.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშეა ქვა, ჩაქუჩი და საჭრისი – ჩაქუჩი მარჯვენა ხელში გაქვთ, საჭრისი კი მარცხენაში. ახლა კი, როცა ლურსმული ფორმის იეროგლიფებს კვეთთ, მარცხენა მხარეს დაწერილი ყველაფერი მარცხენა ხელით იმალება, შესაბამისად, გაცილებით მოსახერხებელია სიტყვების მარჯვენა მხარეს განთავსება, რათა დაწერილი ტექსტი თვალსაჩინო იყოს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბუმბულისა თუ კალმის გაჩენას დამწერლობა არ შეუცვლია, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში დამწერლობის წესები უკვე ჩამოყალიბებული იყო, ასე გადაწყდა რომ ყველაფერი უწინდებურად დარჩენილიყო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

 

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. იცით, რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ, დანარჩენი მსოფლიო კი – პირიქით [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94/
sheniganatleba.ge
READ  „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network