ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე მირანდა კაპანაძე ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში, – ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„არის ისტორიული ოქროს მედალი!
მირანდა კაპანაძემ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია!

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია”, – წერს ჭიდაობის ფედერაცია

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე მირანდა კაპანაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/
sheniganatleba.ge
READ  პირველ კლასელთა ასაკი 6 წლით განისაზღვრება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network