“თუ პირველკურსელი 17 წლისაა, უნივერსიტეტში მშობლის მიყოლა დასჭირდება” – პირველკურსელის რეგისტრაციის დეტალები

ნინო ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოში ახლა შესაძლებელია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება. ეს რეფორმა ახალ შესაძლებლობებს უქმნის ქართველ სტუდენტებს მთელ მსოფლიოში.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია და აბიტურიენტებმა უკვე შეიტყვეს, რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. ბევრ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აბიტურიენტთა ჯგუფებში ხშირად იკითხეს, დასჭირდებათ თუ არა 17 წლის პირველკურსელებს რეგისტრაციასა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მშობლის გაყოლა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, 17 წლის პირველკურსელებს რეგისტრაციაზე მშობელი უნდა გაჰყვეს და პირადობის მოწმობაც თან ჰქონდეს. თუ პირველკურსელს ადგილზე არც ერთი მშობელი არ ჰყავს, ის უფროსი უნდა გაჰყვეს, რომელსაც მინდობილობა ოფიციალურად აქვს გაკეთებული.

თუმცა, კონკრეტული დეტალები შეგიძლიათ, იმ უნივერსიტეტთან გადაამოწმოთ, სადაც ჩაირიცხეთ.

სრულწლოვანი პირველკურსელები კი უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას დამოუკიდებლად გააფორმებენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის