პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიბაღებირას ურჩევენ ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები

რას ურჩევენ ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები

მართალია, პირველკლასელები, რომელთაც სწავლა გართობა ჰგონიათ, სიხარულით ხვდებიან სასწავლო წლის დაწყებას და ხალისით გარბიან სკოლაში, მაგრამ უცხო გარემოში აღმოჩენილებს შიში და იმედგაცრუება ეუფლებათ, ამიტომ მათთვის ყველაზე რთულია ახალ გარემოსთან შეგუება, რაც სულ მცირე 6 თვე გრძელდება. ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები, გაკვეთილების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისვლას ურჩევენ, რათა პატარას არ მოუწიოს ლოდინი და დღის განმავლობაში მიღებული სტრესის შემდეგ მშვიდად და დაცულად იგრძნოს თავი მშობლის გვერდით.

არ ღირს მცირეწლოვნების ზედმეტად გადატვირთვა, რადგან გონება, რომელიც მხოლოდ იწყებს განვითარებას, აუცილებლად „გააპროტესტებს“ ამგვარ ზეწოლას  და გამოფიტვით ან ნერვული შეტევით უპასუხებს. მეტიც, პატარამ შეიძლება საერთოდ აიცრუოს გული სწავლაზე და სამუდამოდ მოიძულოს სკოლა.

მშობელმა, რომელიც თვლის, რომ ბავშვს კოლექტივში, სხვა ბავშვებთან გაუჭირდება ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აუხსნას და დაარწმუნოს, რომ საშიშია არაფერია. შეგიძლიათ სწავლის დაწყებამდე მოაწყოთ შეხვედრა კლასის ხელმძღვანელთან და თანაკლასელებთან, რათა ბავშვებმა ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. ძალიან საინტერესო პრაქტიკად იქცა ე.წ. როლური სავარჯიშოები, მაგალითად, „სკოლობანას“ თამაში, რაც მშობელსაც უქმნის წარმოდგენას, როგორ მოიქცევა ბავშვი ახალ გარემოში და პატარაც იძენს მეტ-ნაკლებ გამოცდილებას.

თვითრწმენა

ბავშვი მხოლოდ მაშინაა საკუთარ თავში დარწმუნებული, როცა ერთი მხრივ, ახლობლების სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს, მეორეს მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და იცის, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებს. თვითრწმენის გასაძლიერებლად მშობლებმა ხშირად უნდა გამოხატონ სიყვარული შვილის მიმართ და დაეხმარონ მას პოზიტიური გამოცდილების შეძენაში. ბავშვმა ადრეულ ასაკშივე უნდა გააცნობიეროს, რომ მონდომებისა და კარგად სწავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიზანს მიაღწევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და სისტემურ მუშაობას შეჩვევა, რაც სამომავლოდ დროის სწორად ორგანიზებასა და შესასრულებელი საქმის განაწილებაში დაეხმარება.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი