პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუVIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ...“ - დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს...

VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ…“ – დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

წლის მთავარი დღესასწაულისთვის ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია. ყველას განსხვავებული ოცნება აქვს, თუმცა არის ადგილი, სადაც თითქმის ყველას მხოლოდ ერთი სურვილი აერთიანებს – თავისუფლება. “კურიერი P.S.” წინასაახალწლო სამზადისის გადასაღებად ქალთა ციხეში შევიდა, სადაც 300-ზე მეტი პატიმარია. სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ქალები ცდილობენ ერთმანეთს შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა. ქალთა ციხეში, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულს კი პატარა ალისა ქმნის – ბავშვი, რომელიც ციხეში დაიბადა და გისოსებს მიღმა იზრდება.

პატიმრების ხმები 7 თვის ალისას დაბადებიდან ესმის. გოგონა ჯერ დაბადებული არ იყო, როდესაც დედა დააპატიმრეს. გაჩნდა და ბინაც აქ, გისოსებს მიღმა დაიდო. უჩვეულო, თუმცა ზრუნვით და სიყვარულით სავსე გარემოში. სპეციალურად მისთვის მოწყობილ, ყველაზე ლამაზ საკანში, პირველ ახალ წელს და პირველ საჩუქარს ელოდება. ნაძვის ხე დედასთან ერთად ააწყო. სურვილი ჩაფიქრებულია – მალე გაიცნოს და-ძმა, რომლებსაც ჯერ ვერ შეხვდა.

ციხეში დაბადებულ ალისას იმაში ნამდვილად გაუმართლა, რომ დედასთან განშორება არ განუცდია. ეს არც ელოდება, რადგან აქ ცხოვრების უფლება 3 წლამდე აქვს, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც დედას თავისუფლებამდე აშორებს.

სინანულით სავსე სივრცეში არიან დედები, რომლებიც შვილებს ციხემ დიდი ხნით დააშორა. ფურცლებზე ყველა სიტყვა მონატრებულ ოჯახის წევრებს ეკუთვნით. #5 დაწესებულების ბიბლიოთეკაში დედებმა “კურიერი P.S.”-ს საახალწლოდ დაწერილი წერილები ანახეს

წერილები გაგზავნილია, სურვილები ჩაფიქრებული. სევდას საახალწლო სამზადისი ანაცვლებს. საკნებში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ტრადიციული სადღესასწაულო ვახშამი მოამზადონ. ეს ყველაფერი არ არის – დღესასწაულის უკეთ აღნიშვნისთვის პატიმრებს ახალი წლის ღამეს საკნებიდან გასვლის და ერთად შეხვედრის საშუალებაც აქვთ.

ახლა წლის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან. მოწესრიგდნენ, გენერალური რეპეტიცია გაიარეს და სცენაზე გადიან. ხალხური ცეკვები და სიმღერები, თეატრალური დადგმები, ღონისძიებისთვის პატიმრებმა კოსტიუმები საკუთარი ხელით შეკერეს.

ვინც სცენაზე არ დგას, მაყურებელია – კონცერტს საპატიო სტუმრის რანგში 7 თვის ალისა ესწრება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი