პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაიცოდით, რატომ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? - ბურუსით მოცული ამბავი, რომლის...

იცოდით, რატომ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? – ბურუსით მოცული ამბავი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია

ნაკლებად ცნობილი ფაქტია და ბევრმა არ იცის, რომ სტალინმა სხვათა შორის თავის ყოფილი მდივანიც დაახვრეტინა. ბრძანებას მან პირადად მოაწერა ხელი.

მდივანი სომეხი იყო. მისი სახელი იყო ვარსენიკა (ვარვარა) ჯავადის ასული კასპაროვა (კასპარიანცი). ვარსენიკა წარმოშობით არცახის (მთიანი ყარაბაღი) უძველესი სომხური ქალაქ შუშადან იყო, სადაც 1888 წელს დაიბადა. ის მიეკუთვნებოდა ბოლშევიკების ეგრეთ წოდებულ ძველი გვარდიას. თექვსმეტი წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1910-იან წლებში ვარსენიკა ვეროპაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა, სადაც თავად ლენინს ხვდებოდა და მასთან ერთად ბევრს მუშაობდა.

მისი ქმარი იყო თავად ვლადისლავ კასპაროვი (კასპარიანცი) – ცნობილი ძველი ბოლშევიკი, რსდმპ-ს ცენტრალური კომიტეტის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი.

რევოლუციის შემდეგ ვარსენიკა საბჭოთა რუსეთს დაუბრუნდა. მან დაიწყო მუშაობა მაშინ ნაკლებად ცნობილ სტალინთან მდივნად. იგი ასევე მსახურობდა საერთო სახალხო ინტენაციონალის ქალთა ფილიალის აღმასრულებელ კომიტეტში. ამის გარდა წითელ არმიაში პოლიტიკურ ამღზრდელობით სამუშაობს ასრულებდა. ერთი ხანობა მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ცნობილი სომეხი რევოლუციონერი, კომისარი სტეფანე შაუმიანი.

1920-იან წლებში ჩვენი გმირი უკიდურესად მშვიდად ცხოვრობდა და შიდაპარტიულ ინტრიგებში არ მონაწილეობდა . მიუხედავად ამისა უკვე 1928 წელს იოსებ სტალინმა იგი ტროცკიზმში დაადანაშაულა. ვარსენიკა მაშინ დააკავეს. ციხეში და გადასახლებაში თითქმის 8 წელი გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

თუმცა, დიდხანს არა. უკვე 1937 წელს იგი კვლავ დააკავეს და გაასამართლეს ტერორიზმის ბრალდებით. მან ათი წელი გაატარა ბანაკებში. თუმცა ვარსენიკას ამბავი ამით არ დასრულებულა. 1941 წლის სექტემბერში იგი კვლავ გაასამართლეს. ამჯერად მას სიკვდილი მიუსაჯეს. სააღსრულებო დოკუმენტზე სტალინმა პირადად მოაწერა ხელი. განაჩენი აღსრულდა 1941 წლის 11 სექტემბერს დილით, ქალაქ ორიოლის მახლობლად ტყეში,

არსებობს ვერსია, რომ სტალინი თავის ყოფილ მდივანს უმიზეზოდ არ დევნიდა. არა იმიტომ, რომ მას ყველა ძველი ბოლშევიკის კედელთან მიყენება უყვარდა. უფრო იმიტომ, რომ ვარსენიკ კასპარიანცმა ძალიან ბევრი იცოდა მის შესახებ. მათ შორის ახალგაზრდა სტალინის საქმეებზეც. მაგალითად, რომ ახალგაზრდობაში ის იყო ცარისტული საიდუმლო პოლიციის აგენტი და სხვა რევოლუციონერებს აბეზღებდა.

ვარვარა ვერაფრით გაჩუმდა სახელმწიფოს მეთაურის წარსულ საქმეებზე. არავითარმა შეგონებამ და დარწმუნებამ არ უშველა ;მცდელობა თავად უახლოესი მეგობრების მხრიდანაც კი უშედეგო გამოდგა.

აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანელები უკვე 1941 წლის სექტემბერში მიიწევდნენ ორიოლისკენ, სადაც ვარვარა ციხეში იჯდა. რა თქმა უნდა, სტალინი არ დაუშვებდა ეპოქის ასეთი ღირებული მოწმე მტერს ხელში ჩაეგდო…

არსებობს თანამედროვეთა მოგონებები, სადაც სტალინმა ბრძანა გადაეცათ კასპარიანცისთვის, რომ თუ ქალი უარს იტყოდა მის მიმართ თქმულ ბრალდებებზე, მაშინ შეიწყალებდა და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა… თუმცა ამის საპასუხოდ, კასპარიანცი უბრალოდ გადმოხტა საკნის საწოლიდან და დაიწყო ყვირილი: “დიახ, უშიშროების აგენტი იყო, ზუსტად ვიცი, ჩემს ნათქვამს უკან არასოდეს წავიღებ” – განაცხადა მან. მხოლოდ 1961 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია. ვარსენიკას ერთადერთი ვაჟის, ჟორჟიკის ბედი, რომელიც დედის გამო იტანჯებოდა, სამუდამოდ უცნობი დარჩა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი