სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაახალი კვლევის მიხედვით, მეთანით დაბინძურება სწრაფად იზრდება - მეცნიერები საფრთხეზე საუბრობენ

ახალი კვლევის მიხედვით, მეთანით დაბინძურება სწრაფად იზრდება – მეცნიერები საფრთხეზე საუბრობენ

მეთანის პროპორცია, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ ატმოსფეროში, იზრდება და ეს აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წელთან შედარებით მეთანის რაოდენობა ჰაერში 12%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, თუ საიდან არის მეთანის წყარო: ადამიანის საქმიანობიდან გამონაბოლქვი 20 წლის განმავლობაში გაიზარდა თითქმის 18%-ით, ხოლო ბუნებრივი გამონაბოლქვი, ძირითადად ჭაობებიდან, მხოლოდ 2%-ით.

„მეთანი არის კლიმატის საფრთხე, რომელსაც მსოფლიო უგულებელყოფს. მეთანის დონე უფრო და უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ნახშირორჟანგის”, – თქვა წამყვანმა ავტორმა.

ჯექსონმა აღნიშნა, რომ მეთანის მატების ეს ტენდენცია მსოფლიოს 3 გრადუს ცელსიუსამდე დათბობის გზაზე აყენებს, რაც ორჯერ აღემატება 2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზანს.

გეოგრაფიულად, ადამიანის მიერ გამოწვეული მეთანის ემისია იზრდება ყველგან, ევროპის გარდა, დიდი ნახტომებით აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში.

კვლევის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ნახშირის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მეთანის ემისია გაიზარდა 33%-ით, ნაგავსაყრელებიდან და ნარჩენებიდან 20%-ით, ხოლო სოფლის მეურნეობის ემისიები 14%-ით. ადამიანებთან დაკავშირებული ემისიების ყველაზე დიდი წყარო ძროხებია, თქვა ჯექსონმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი