„გავუთბეთ ერთმანეთს გულები… ხელი ჩავჭიდეთ ჩვენს მომავალს!“, – რას წერს ქეთი ტოგონიძე 9 აპრილისადმი მიძღვნილ საღამოზე

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები თბილისის N119 საჯარო სკოლაში გაიხსენეს. საღამოსთვის მოწვეული სტუმარი იყო 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე, რომელმაც ამ დღის ჰიმნად ქცეული სიმღერა „დაუკარით“ შეასრულა.

„გავუთბეთ ერთმანეთს გულები, ვაჩუქეთ ერთმანეთს ტიტები, ხელი ჩავჭიდეთ ჩვენს მომავალს და რწმენითა და იმედით შევუდექით მომავლის გზას!“, – აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთი ტოგონიძე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„მადლობა ჩვენს სტუმრებს: გლდანის რაიონის გამგეობას, ქ. ლელა ვეფხვაძეს, სსიპ ქალაქ თბილისის N120 საჯარო სკოლას, სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლას, რომ თქვენი სტუმრობით გაგვილამაზეთ დღევანდელი დღე.

მადლობა ამ დღის ორგანიზატორებს: ისტორიის მასწავლებლებს, ქ. მაკა ბრეგვაძეს, Maia Paichashvili-ს და მუსიკის მასწავლებელს, მაია შეიზაშვილს.

მადლობა მოსწავლეებს და მშობლებს!

დღევანდელი დღე გაგვილამაზეს ჩვენმა ოქროსმედალოსნებმა. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!!“ -წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

📍 სტატია ეხება: თბილისი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  პირველი ღამის უჩვეულო და შოკისმომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის