ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაებრაელი ექიმი, რომელმაც ქართველი ბავშვები გადაარჩინა და თავისი კოლეგები „უკურნებელი ვირუსით დააავადა“

ებრაელი ექიმი, რომელმაც ქართველი ბავშვები გადაარჩინა და თავისი კოლეგები „უკურნებელი ვირუსით დააავადა“

თბილისისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში დადიან გოგო-ბიჭები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ სიცოცხლეს 2000 კილომეტრის დაშორებით, ისრაელში მცხოვრებ ექიმს უნდა უმადლოდნენ, რომელიც არასდროს უნახავთ და ალბათ არც არაფერი სმენიათ მასზე. ვინ არიან ეს ახალგაზრდები – ამას ვერასდროს გავიგებთ და არც არის საჭირო, მთავარია, რომ ისინი გადარჩნენ…

„იცოდეთ, შემდეგი ბავშვი რომ გარდაიცვლება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება, თქვენს სინდისზე იქნება!“ – ივრითზე სიმწრით ნათქვამმა მისმა სიტყვებმა სამყაროს გულისგულში გაიარა, დედამიწაზე დაბრუნდა და ადრესატსაც შიგ გულში მოხვდა… ამის შემდეგ დაიწყო ის დიდი და კარგი ამბები, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ…

ჩვენი ინტერვიუს გმირი, ისრაელის ცნობილი, შიბას კლინიკის ბავშვთა ინვაზიური კარდიოლოგიის განყოფილების დამაარსებელი იოზეფ დანიელი, იგივე სოსო დანიელაშვილი, თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. უკვე სამი ათეული წელია, რაც საქართველო დატოვა, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის ისევ ისეთი ძვირფასი და მშობლიური დარჩა. მთელი ჩვენი საუბრის პასაჟები, დეტალებიც ამას მოწმობს. მისი თქმით, ისრაელში რომ წავიდა საცხოვრებლად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც განვითარდა და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყრიდა საფუძველს, თუმცა როდესაც გული სიყვარულით გაქვს სავსე, სამყარო გაძლევს შანსს და შესაძლებლობას, რომ დიდი საქმეები აკეთო.

ჩვენი საუბარი იოზეფ დანიელის ქართული ისტორიის გაცნობით დაიწყო:

– დაბადებული ვარ თბილისში, ოპერასთან ვცხოვრობდი, დავამთავრე 46-ე საშუალო სკოლა ბროსეს ქუჩაზე, რომელიც მერე გერმანულ სკოლად გადაკეთდა. ბავშვობიდან სპორტს მივდევდი, 1980 წელს გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კალათბურთში იუნიორებს შორის თბილისის ნაკრების შემადგენლობაში. შემდგომში საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. 1985 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პირველი კურსის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი და 2 წელი ვიმსახურე საბჭოთა არმიის რიგებში, ვიყავი სანიტარიული ინსტრუქტორი – ფელდშერის თანაშემწე. დაახლოებით წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე ცხინვალში. 1988 წელს დავბრუნდი ჯარიდან და მეორე კურსზე გავაგრძელე სწავლა. 1993 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი