შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიარა გავლენას ახდენს ოჯახური სტრესი მოზარდებზე

რა გავლენას ახდენს ოჯახური სტრესი მოზარდებზე

ყველა ოჯახი ერთმანეთისგან განსხვავდება ღირებულებებით, მოლოდინებით, მენტალიტეტითა თუ გარემოზე რეაგირებით, უფრო მეტიც, ხშირად ოჯახის წევრებიც კი ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სწორედ აქ ირღვევა ოჯახური იდილია, რაც ერთგვარი სტრესია ადამიანებისთვის.

ოჯახური თანაცხოვრების ჰარმონია, როგორც წესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გონივრულად აღიქვამენ რიგ საკითხებს უფროსები. სწორედ მათი ქმედებები განაპირობებს მოზარდების ჯანსაღ ფსიქიკას და მშვიდ, გაწონასწორებულ ცხოვრებას.

არიან მშობლები, რომლებიც ბავშვის მოვლის ყველა როლს თავად ირგებენ, იქნება ეს კვება, პირადი ჰიგიენა თუ სკოლისთვის მომზადება. სხვა ოჯახში კი, შესაძლოა უფროსმა ბავშვმა გაინაწილოს მზრუნველობა, მაგალითად, მოუაროს უმცროს და-ძმებს, როდესაც მშობლები მუშაობენ.

ოჯახური სტრესის მართვა.

როდესაც ოჯახში სტრესული საკითხი ჩნდება, გადაჭრის გზები მთლიანად დამოკიდებულია მშობლების სტრესის მართვის უნარებზე.

თუ მშობელს დაურეკავენ სკოლიდან და ეტყვიან, რომ მისი შვილი არ გამოირჩევა კარგი ქცევებით, მშობელმა შეიძლება უყვიროს და დაადანაშაულოს შვილი, ან ყურადღებით მოუსმინოს, გამოიკვლიოს შვილთან ერთად, რატომ იქცევა ასე, რა არის მისი არასწორი ქცევის მაპროვოცირებელი და ითანამშრომლოს პედაგოგთან, გააძლიეროს პრობლემის პოზიტიური დაძლევის მეთოდები და გავიდეს კარგ შედეგზე.
თავის მხრივ მშობლის რეაქცია დამოკიდებულია შიდა და გარე რესურსებზე.

შიდა რესურსებია:

სტრესისა და ბრაზის მართვის უნარები, კონფლიქტების გადაჭრის, კომუნიკაციის უნარი, გონებამახვილობა და თვითშეგნება.

გარე რესურსებია:

ფინანსური რესურსი, სოციალური მხარდაჭერა, ფიზიკური ან პრაქტიკული დახმარება, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
ამ თეორიების შეხსენება და გათვალისწინება მშობლისთვის, იძლევა სტრესის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას.

ოჯახური შეხვედრები.

როცა ოჯახური სტრესი პიკშია, ძნელი წარმოსადგენია მისი სწრაფი დაძლევა, თუმცა, მცირე ქმედებებმაც კი, შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები.
ხშირად დაგეგმეთ ოჯახური შეხვედრები, სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია გაარკვიოს, თუ როგორ მოქმედებს მიმდინარე სტრესული ფაქტორები ოჯახის თითოეულ წევრზე. სანამ დიალოგს ან კამათს შეუდგებით, დრო დაუთმეთ საერთო შეთანხმებების დადებას.

მაგალითად, შეგიძლიათ შეთანხმდეთ, რომ არ ისაუბროთ ერთმანეთზე, ან თუ რომელიმე თქვენგანი იწყებს ხმის აწევას, სთხოვეთ რამდენიმე წუთით შეისვენოს.

READ  როგორ გათბეთ სახლში, სანამ გათბობას ჩართავთ

საუბრის დასკვნით ნაწილში, შეთანხმდით ისეთ წინადადებაზე, რომელიც ნაწილობრივ მაინც ყველას აზრს ითვალისწინებს.

შექმენით პრივატული კუთხე.

თქვენს ოჯახში ფსიქიკური კეთილდღეობის კულტურის დასანერგად, პრივატული კუთხე სასარგებლო გადაწყვეტილებაა. ეს კუთხე არის სახლის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მედიტაციისთვის, ან იმ საქმიანობით დაკავებისთვის, რაც მოგწონთ და ბედნიერს გხდით, მაგალითად, ფილმის მარტო ყურება, წიგნის კითხვა, ქსოვა და სხვ.

თქვენთვის ეს ნაბიჯი ერთგვარი ახალი ენერგიის წყარო და განვლილი პროცესების გადაფასების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.

ითხოვეთ დახმარება.

ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა. შესაძლოა, ეს იყოს მხარდამჭერთა ჯგუფში გაწევრიანება, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გაღრმავება, ან უბრალოდ ახლობლებთან ღია საუბარი.

და ბოლოს, ყველას შეგვიძლია იმის სწავლა, თუ როგორ გამოვხატოთ ემოციები და გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება სტრესული გამოცდილება იყოს კარგი გამოცდილება მომავალი სტრესის გასამკლავებლად.

წყარო

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი