რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საკმეველს აქვს მადლი და კურნების ძალა. იცოდით, რომ სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, მას განკურნება შეეძლო? ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

***

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)

***

მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95-2/
sheniganatleba.ge
READ  რატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network