ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Google search engine
მთავარიინტერვიუ„ჩემს სახლში, ერთის ნაცვლად ხუთი მამაკაცი მოვიდა. გამაუპატიურეს, შემდეგ მცემეს და წავიდნენ“...

„ჩემს სახლში, ერთის ნაცვლად ხუთი მამაკაცი მოვიდა. გამაუპატიურეს, შემდეგ მცემეს და წავიდნენ“ – პროსტიტუციაში ჩართული ქალის სულის შემძვრელი ისტორია

პროსტიტუციაში ჩართული ქალის სულის შემძვრელ ისტორიას „რადიო თავისუფლება “ ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი, პროსტიტუციაში ჩართვის მიზეზებსა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც თავს გადახდენია.

მანანა პროსტიტუციის სფეროში 17 წლის ასაკში ჩაერთო. 15 წელი პროსტიტუციას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში ეწეოდა.

„მეგონა, ეს მხოლოდ ერთხელ იქნებოდა“

„ძალიან მჭირდებოდა ფული, მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი. ნაცნობმა მითხრა, რომ კლიენტს საათში 60 ლარს უხდიდნენ. დავთანხმდი. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ნაცნობი მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ასეთ ფულს სხვაგან ვერსად ვიშოვიდი.

პირველი კლიენტი უხეში არ იყო. მაშინ მეგონა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდებოდა, მაგრამ ფული ისევ დამჭირდა და მისი შოვნის სხვა გზა არ მქონდა.

რომ მცოდნოდა, მომავალში ჩემზე ოჯახი უარს იტყოდა, კლიენტები იძალადებდნენ და დამამცირებდნენ, ამ საქმიანობას არაფრის დიდებით არ გავაგრძელებდი, მაგრამ 17 წლის ვიყავი, ცხოვრების არაფერი მესმოდა.

მე პროვინციაში დავიბადე, ძალიან ღარიბ მრავალშვილიან ოჯახში. შვიდნი ვიყავით და მშობლებს ჩვენი გამოკვება უჭირდათ. 17 წლისამ ნაცნობისგან გავიგე, რომ ადვილია პროსტიტუციით ფული იშოვო. მან ამიხსნა, რა როგორ ხდებოდა.

მშობლებმა მალე შეიტყვეს და სახლიდან გამომაგდეს. დმანისიდან საგარეჯოში გადავედი, ის თბილისსა და კახეთს შორის არის. მუშაობა უფრო მოსახერხებელია. პროსტიტუციიდან წამოსვლა ჯერ არ შემიძლია, ჩემთვის ძნელია ისეთი სამსახურის შოვნა, სადაც კარგი შემოსავალი მექნება.“ – ამბობს მანანა.

„ხორცის ნაჭერი“

„მინდა ის დღე დავივიწყო, როცა ჩემს სახლში ერთის ნაცვლად ხუთი მამაკაცი მოვიდა. გამაუპატიურეს, შემდეგ მცემეს და წავიდნენ. მათთვის ქალი კი არა, უბრალოდ ხორცის ნაჭერი ვიყავი. ფიქრობდნენ, რადგან პროსტიტუციაში ვიყავი ჩაბმული, შეეძლოთ ჩემთვის ყველაფერი ექნათ. ეს ყველაზე ცუდი დღე იყო, მისი გახსენება ახლაც მიმძიმს.

მინდა ჩემს კლიენტებს ვუთხრა, რომ მეც ადამიანი ვარ და ნორმალურ მოპყრობას ვიმსახურებ. ეს ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა. ვერ შევძელი პოლიციისთვის მიმემართა, რადგან საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია და დამნაშავე ისევ მე გამოვდივარ.“

READ  84 წლის პირველკლასელი - უნიკალური ფაქტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

„თითქოს თურქეთში ნაკლებად სახიფათო იყო“

„რამდენიმე წელი თურქეთში ვიმუშავე, სადაც ეს საქმიანობა თურქეთის მოქალაქეებისთვის ლეგალურია. მე არალეგალი ვიყავი, მაგრამ თავს იქ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ იქ რისკი ნაკლებია.

თუმცა ძალადობა იქაც ხშირი იყო. ერთხელ კლიენტს ფულის გადახდა არ უნდოდა, მე ხელი ვტაცე, მან კი დამარტყა, გაიქცა და გატეხილი ცხვირით დამტოვა. თურქეთში ბევრი არ იხდიდა. ერთხელ ერთმა მითხრა, წავალ, ფულს გადავახურდავებო და არ დაბრუნებულა. ჰგონიათ, ეს საქმე სიამოვნებას გვანიჭებს და ფულის გადახდა აუცილებელი არ არის.“

„ჩემზე ყველამ უარი თქვა“

„მარტოობა – ეს არის ყველაზე რთული, რისი გადატანაც მიწევს იმის გამო, რომ პროსტიტუციას მივსდევ. თუკი ვინმეს ვიცნობდი, ჩემზე ყველამ უარი თქვა, თან ისე, რომ არც უცდიათ დამხმარებოდნენ. უბრალოდ გამრიყეს, თქვეს, რომ მათთვის აღარ ვარსებობ.

ვფიქრობ, სახელმწიფომ პროსტიტუცია ლეგალური უნდა გახადოს, რადგან ბევრი ქალისთვის ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. კარგი ცხოვრების გამო არ ვაკეთებ ამას. მინდა, რომ თუ კლიენტი ჩემზე იძალადებს, სახელმწიფომ ჩემი უფლებები დაიცვას.“ – ამბობს მანანა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.