“ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო” ნაკლებადცნობილი ფილმია, რომლის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არ იცის, მათ შორის ქართველმა კინომცოდნეებმაც… ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა სერგი ცენტერაძემ ლიკა ქავჟარაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობი განსაკუთრებულად ლამაზია, ფოტომ უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია.
სერგი ცენტერაძემ ფილმის შესახებ გვიამბო:
– ეს ფილმი გადაღებულია დაღესტანში1982 წელს. ფილმის რეჟისორია რაფაელ გასპარიანცი. ფილმი გადაღებულია ცნობილი დაღესტნელი მწერლის ახმედ ხან აბუ-ბაქარის ავტობიოგრაფიული მოთხრობის “სამაჯური ძვირფასი ქვებით” მიხედვით… ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან უჩანეიშვილი და ლიკა ქავჟარაძე. ეს გახლავთ ლამაზი, ოდნავ სევდიანი ფილმი მთიელ შეყვარებულებზე, რომლებიც დაღესტნის ულამაზესი აულიდან – ყუბაჩიდან არიან. აული ყუბაჩი ოდითგან განთქმულია ხელოვანი ადამიანებით, რომლებიც საიუველირო საქმეს ეწევიან (ცნობისთვის ამ სოფლიდანაა ცნობილი ხელოვანი ქალი ბანაბა მაგომედოვა , რომლის ნამუშევრებიც უხვადაა ფილმში).
აულის ყველა მშობელი ცდილობს შთამომავლობას გადასცეს თავისი ხელობის საიდუმლო. ახალგაზრდა მურადს ( ლევან უჩანეიშვილი ) კი ურჩევნია ლექსები წეროს და უსმინოს განთქმულ აშუღს და მოხეტიალე პოეტს მურადს, რომლის პატივსაცემად მისი სახელიც უწოდეს ფილმის მთავარ გმირს. სახალხო პოეტის როლს ბრწყინვალედ ასრულებს ცნობილი ოსი მსახიობი ბიმბოლათ ( ბიბო ) ვატაევი (ცალკე თემაა ამ მსახიობისა და ბატონი ზურა ქაფიანიძის საარაკო მეგობრობის ამბავი )…
ფილმში ფიგურირებს ულამაზესი ყუბაჩური ხელოვნებით ნაჭედი სამაჯური. თავის დროზე ეს სამაჯური განკუთვნილი იყო ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის მშობლებისათვის. სამაჯურს მათთვის ბედნიერება არ მოუტანია. სამაგიეროდ ეს სამაჯური იქცევა ბედნიერების გასაღებად ახალგაზრდა შეყვარებული წყვილისათვის, რომელთა ბედნიერებას წინ მთიელთა ადათწესები გადაეღობება… იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები