მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
მეცნიერების ისტორიაში მნიშვნელოვანმა აღმოჩენამ დინოზავრების ძვლებში განათლების ახალი შესაძლებლობები გახსნა. ქართული უნივერსიტეტები ამ აღმოჩენას სტუდენტების პრაქტიკული განათლებისთვის აქტიურად იყენებენ.

მეცნიერები დინოზავრების ძვლების შესწავლას განაგრძობენ. მათ უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს. როგორც აღმოჩნდა რბილი ქსოვილები მილიონობით წლის განმავლობაში ინახება, – ნათქვამია Interesting Engineering-ში.

კვლევის დროს, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექვსი დინოზავრის ძვლების ანალიზი ჩაატარეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დინოზავრების ძვლები დანალექ ქანებში შემოინახა, რომელთა ასაკი 65-დან 80 მილიონ წლამდეა.

„მუშაობის დროს ჩვენ რამდენიმე ჰიპოთეზის შემოწმება გვინდოდა. პირველი – შევძლებდით თუ არა ამ ქსოვილების ამოღებას დინოზავრების სხვადასხვა სახეობის ძვლებიდან“, – განაცხადა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მერი შვეიცერმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მთავარი და ყველაზე რთული საკითხი კი მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ უნდა გაერჩიათ მეცნიერებს რეალური ქსოვილები (სისხლძარღვები) ბაქტერიებისგან, სოკოსგან ან სხვა დამაბინძურებლებისგან. ამისათვის მათ ანალიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენეს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ელექტრონული მიკროსკოპიისა და ნანოკომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მეცნიერებმა შეაფასეს სისხლძარღვების მიკროსტრუქტურა მაღალი გარჩევადობით. ამის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს ქიმიურ დონეზე გაერჩიათ ქსოვილები მოლეკულური დიაგნოსტიკის მეშვეობით.

„იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს ცოცხალი [დინოზავრი], რომელსაც შევადარებდით შედეგებს, ჩვენ გამოვიყენეთ სირაქლემები, რომლებიც დინოზავრების ყველაზე ახლო ნათესავები არიან“, – აღნიშნა შვეიცერმა და დაამატა, რომ კვლევის შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა.

მათ შეძლეს მოეპოვებინათ სისხლძარღვები ექვსივე დინოზავრის ძვლოვანი მასალის ნიმუშებიდან. ასევე მათ აღმოაჩინეს პეპტიდები და ცილა, რომლებსაც არ ჰქონდათ მიკრობული წარმოშობა. ეს აძლევს საშუალებას მეცნიერებს ივარაუდონ, რომ ისინი დინოზავრების ნაშთებს მიეკუთვნებიან.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს. 14 თებერვალი, 2025. https://sheniganatleba.ge/მეცნიერებმა-დინოზავრები/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  რიცხვი დღისა: 121 ავტორიზებული სასწავლებელი ერთ რუკაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network