როდის და როგორ უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოში ბევრი მოსწავლე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოხვედრაზე ოცნებობს. თუმცა ყველამ იცის, რომ იქ მოხვედრა უდიდეს კონკურენციას გულისხმობს და მხოლოდ კარგი ნიშნები ამისთვის საკმარისი არის. განათლების კონსულტანტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი,ნათიასირაბიძეგირჩევთ, როდის უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობების განხორციელება, რათა მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ და დაფინასების მიღებაში უპირატესობა გქონდეთ.

„დასავლეთის უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აქტივობებს. ეს აქტივობები მოიცავს როგორც მოხალისეობრივ მუშაობას, ასევე კონფერენციებში მონაწილეობას, სხვადასხვა პროექტში ჩართვას და მათ შორის, ოჯახისთვის დახმარებას. მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – თუ ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებთ მხოლოდ ბოლო წლებში, ეს უნივერსიტეტს მიანიშნებს რომ „ახლა გამოფხიზლდი“. ამიტომ სასურველია, ეს აქტივობები მე-9 კლასიდან დაიწყოთ. ყოველ ზაფხულს, წლის განმავლობაში ერთი აქტივობა მაინც გქონდეთ განხორციელებული, რაც უნივერსიტეტს მიანიშნებს, რომ ნამდვილად აქტიური და საინტერესო პიროვნება ხართ და მხოლოდ უნივერსიტეტში მისაღებად არ დაგიგეგმავთ ეს ყველაფერი.

კარგად გაითვალისწინეთ ეს ნიუანსი – თქვენი შემფასებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამიტომ ისინიც ადამიანურად შეხედავენ თქვენს ყველა აქტივობას“, – ამბობს ნათია სირაბიძე ბლოგში „ნათია განათლებაზე“. იხილეთ სრულად

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

📍 თბილისის მერია

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. როდის და როგორ უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7/
sheniganatleba.ge
READ  300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის შეუძლია ერთჯერადი დახმარების მიღება მერიისგან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network