10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
ბავშვი

ყველა ბავშვი უნიკალურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც, საკუთარ ასაკთან შედარებით, უფრო განვითარებულები არიან და იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე ეს ნორმაა. ჟურნალმა Reader’s Digest-მა შეადგინა 10 ნიშანი, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება:

დაჩქარებული განვითარება

განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ხშირად განვითარების ყველა ძირითად ეტაპს უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე მათი თანატოლები. მაგალითად, ისინი ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს და მათი ლექსიკაც სწრაფად იზრდება და მრავალფეროვნდება. ორი წლის ასაკში, ან კიდევ უფრო ადრეც, ასეთ ბავშვებს რთული წინადადებების თქმა შეუძლიათ, მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ აზრს და სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული ცოდნა აქვთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
განმეორებად მოქმედებებს საკმაოდ ადრე და სწრაფად იმახსოვრებენ

განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შესანიშნავი უნარი აქვთ, რომ განმეორებითი მოქმედებები შეამჩნიონ და თანატოლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად დაიმახსოვრონ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გაიხსენონ, ზუსტად რამდენი კუბი ეტევა სათამაშო სატვირთო ავტომობილში, ან კიდე ყურადღება მიაქციონ, იმას, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთსა და იმავე დროს ჩაივლის.

დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა

ნიჭიერი ბავშვები მხოლოდ მათ გარშემო არსებული სამყაროთი არ ინტერესდებიან – მათ უმცირესი დეტალებიც კი აინტერესებთ და იმდენ შეკითხვას სვამენ, შესაძლოა, პასუხების გაცემას ვეღარ ასწრებდეთ. ასეთ ბავშვებს ყველაფერი, ზოგჯერ უცნაური რაღაცებიც აინტერესებთ. მაგალითად, სვამენ შეკითხვას როგორაა აწყობილი ტოსტერი, რას მიირთმევენ პლანეტის ძუძუმწოვრები და ასე შემდეგ.

 

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება. 9 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/10-ნიშანი-იმისა-რომ-თქვენი-შ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი შვილი გენიოსი იზრდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/10-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a8/
sheniganatleba.ge
READ  ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - „არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს...“
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network