“ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს” – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თამარ გაგოშიძე

გარდატეხის ასაკში მოზარდების მიერ პროტესტისა და წინააღმდეგობის გამოხატვა უჩვეულო არცერთი მშობლისთვის არ არის, ხშირად ამ ასაკის მოზარდები რაღაცის დასამტკიცებლად ან საწინააღმდეგოდ ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. მსგავსი შემთხვევა ბოლო პერიოდში არაერთხელ მომხდარა.

როგორ უნდა აღკვეთონ ეს მშობლებმა და რა ფორმით უნდა მოახდინონ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებთან კომუნიკაცია, ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

ნეიროფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს პრობლემას ემპათიის არ ქონა, გრძნობებისგან დაცლა წარმოადგენს. ბავშვი, კი რომელიც ამ გარემოში იზრდება, ნაკლებად შემწყნარებელია. გთავზობთ ინტერვიუს თამარ გაგოშიძესთან

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის სასტიკი დაპირისპირების არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, შესაბამისად, საზოგადოებას ბავშვების აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა გაუჩნდა. რა იწვევს მოზარდებში ძალადობას და როგორ უნდა ვებძროლოთ მას?

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მოზარდებსა და ზოგადად, სკოლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ფაქტები ყოველთვის ხშირი იყო და ზოგადად, ასეთი ჩაგვრითი დამოკიდებულებები, ძალიან პატარა ასაკში აგრესიული ქცევა, როდესაც ბავშვი ეგოცენტრულია და სასურველს ვერ იღებს, სწორედ აქედან იწყება. პატარა ბავშვებს, რომლებიც ეგოცენტრულები არიან, სურთ თავიანთი მეს დაკმაყოფილება, რაც ნორმალური განვითარების პროცესია, გარე სამყაროს მიმართ ძალადობრივი ან არაძალადობრივი დამოკიდებულება სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, გააჩნია გარემო ხელს რომელ პროცესებს შეუწყობს. ამაზე გენეტიკა და ტემპერამენტიც მოქმედებს, მაგრამ გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. წაიკითხეთ სრულად

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. “ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს” – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91/
sheniganatleba.ge
READ  როგორ დავეუფლოთ მოგებიან პროფესიებს - 6 ონლაინ კურსი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network