ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს

ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრისა  და  შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსებას.

„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება  31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების  ხელშეწყობის თვალსაზრისით.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს. 19 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/ნახეთ-ხართ-თუ-არა-იმ-პირთა-3/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90-3/
sheniganatleba.ge
READ  საღამოს მიმოხილვა: დღის 5 მთავარი ამბავი განათლებაში — 12 სექტემბერი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network