ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ნაჭრელა“ ხევსურეთის მთებში დაბადებული მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი და დასრულებული კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა. ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში „ნაჭრელა“ გვხვდება ხეზე, ლითონზე, ძვალსა და ქვაზეც.

„ნაჭრელას“ ხევსურები ნაქარგ სახეს უწოდებენ. ეს, საუკუნეების წიაღიდან, დღემდე შემონახული ულამაზესი ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ტრადიციულად, დედიდან შვილზე გადაცემული „ნაჭრელას“ ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, როგორც ამ ოსტატთა იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დღესაც ცოცხალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
READ  სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმების სრული გზამკვლევი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network