“ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ” – ბრედ პიტი

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა Goal-თან ინტერვიუში მისი ფავორიტი მოთამაშე დაასახელა.

როგორც ორგზის “ოქროს გლობუსის” მფლობელმა განაცხადა, ლიონელ მესის აღმერთებს.

“მესი გასაოცარია, მას ვაღმერთებ, ტურისტი რომ ვიყო, მის სანახავად აუცილებლად წავიდოდი. ლეოს დიდი დრო დასჭირდა, რომ მთავარ საფეხბურთო სცენაზე ასულიყო და მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოახერხა. როცა ეს გააკეთა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შეუდარებელი იყო”, – განაცხადა ბრედ პიტმა.

შეგახსენებთ, მესი 2023 წლიდან მაიამის “ინტერის” ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში “ლა პულგამ” MLS-ში 13 მატჩი გამართა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის