ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიებირა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც განათლების მინისტრის...

რა ქონებას ფლობს და რა არის ცნობილი გივი მიქანაძეზე, რომელიც განათლების მინისტრის პოსტს დაიკავებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, 30 ივ­ნისს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე გივი მი­ქა­ნა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოჰ­ყვა იმა­ვე დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ, მა­ნამ­დე მოქ­მედ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძეს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, თა­ვად წუ­ლა­ძე ბრი­ფინგს არ დას­წრე­ბია. კო­ბა­ხი­ძის თქმით, გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გივი მი­ქა­ნა­ძე არის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე.მი­ქა­ნა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძეს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი კვლა­ვაც დღის წეს­რიგ­ში იქ­ნე­ბა. მისი თქმით, მის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პა­ტი­ვია სარ­გებ­ლობ­დეს მა­ღა­ლი ნდო­ბით და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ “ჩვენ­გან­თან და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

გივი მი­ქა­ნა­ძის გა­ნათ­ლე­ბა და გზა პო­ლი­ტი­კამ­დე:მი­ქა­ნა­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­ცუ­ლი აქვს ამ­სტერ­და­მის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

-0:21 ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შსს-ის აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რი, პე­და­გო­გი, ლექ­ტო­რი სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. არის არა­ერ­თი წიგ­ნის, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი.

მი­ქა­ნა­ძე ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

“აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ის არის იდე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე. მინ­და ბა­ტონ გი­ვის ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე კო­ბა­ხი­ძემ.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი გივი მი­ქა­ნა­ძის შე­სა­ხებ:47 წლის მი­ქა­ნა­ძეს 2006 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს იუს­ტი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის, 2017 წელს კი პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბე­ბი.

2005 – 2008 წლებ­ში ეკა­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთავ­რო­ბა­ში.

2016 – 2018 წლებ­ში იყო პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი.

ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის წევ­რი და ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

გივი მი­ქა­ნა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აქ­ტი­ვე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

READ  ვინ არის გურამ ლომიძის ულამაზესი რჩეული და რატომ არ აქვს კონტაქტი ერთ-ერთ შვილთან? – მომღერლის გულახდილი ინტერვიუ

ქო­ნე­ბა:მი­წის ნაკ­ვე­თი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1000 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1500 USD.

მი­წის ნაკ­ვე­თი: ლან­ჩხუ­თი, სო­ფე­ლი არ­ჩე­უ­ლი, თა­მაზ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის ქუჩა N22, 613 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 30.07.2024, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8400 GEL.

აგა­რა­კი: დმა­ნი­სი, სო­ფე­ლი ბოს­ლე­ბი, 1221 კვ.მ. (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია მი­წის ნას­ყი­დო­ბით და სახ­ლი­სა და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბით 16.04.2021, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70000 GEL.

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა: ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლენ­დე­რი (100% მფლო­ბე­ლო­ბა). შე­ძე­ნი­ლია ნას­ყი­დო­ბით 22.04.2023, ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24500 USD.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას მი­ქა­ნა­ძეს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და – 900 ლარი; საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე – 10006,36 ლარი; პრე­მი­უმ ანა­ბა­რი – 10002,04 დო­ლა­რი.

“თი–ბი–სი ბან­კი”: მიმ­დი­ნა­რე (სა­ხელ­ფა­სო) – 1929,5 ლარი. წაიკითხეთ ვრცლად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.