სოხუმის დრამატულ თეატრში ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე მსახიობებმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

READ  ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს - მისი უწმინდესობის გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის