საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. ასევე, სამებაში იმყოფება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.


გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის