ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
spot_img
მთავარიგანათლებავინ არიან "ალავიტები" - ყველაზე საიდუმლოებით მოცული რელიგიის მიმდევრები

ვინ არიან “ალავიტები” – ყველაზე საიდუმლოებით მოცული რელიგიის მიმდევრები

ალავიზმი ყველაზე ჩაკეტილი და უცნაური რელიგიაა მსოფლიოში და იცით, რატომ? – ალავიტებს აკრძალული აქვთ ისაუბრონ უცხო რელიგიის თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან საკუთარ რელიგიაზე…

ალავიტები

ალავიტები არიან იმ სომხების შთამომავლები, რომლებმაც, თავის დროზე, ყველაზე დიდი ნაციონალური დიასპორა შექმნეს სირიაში. იმისათვის, რომ რელიგიური ნიშნით დევნისა და დამცირებისაგან თავი დაეცვათ მტრულ გარემოცვაში, მათ დაიწყეს რელიგიის მიმდევრობა, რომელიც აერთიანებდა ერთდროულად ქრისტიანობას, ისლამს, ზოროასტრიზმსა და ბუდიზმს.

ალავიტები სირიის მოსახლეობის 10-15%-ს შეადგენენ სულ, მაგრამ სწორედ ისინი ითვლებიან სირიის ელიტად, სწორედ ისინი მართავენ სირიის ყველაზე მნიშვნელოვან პოსტებს ხელისუფლებაში. მთელ მსოფლიოში სულ 2 მილიონი ალავიტია. უმეტესობა ცხოვრობს სირიაში, ასევე ლიბანსა და თურქეთში. სირიის არაბთა რესპუბლიკაში არაა ოფიციალური რელიგია, თუმცა სირიის მოქმედი კონსტიტუციით, სირიის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი ისლამის მიმდევარია. სინამდვილეში კი ბაშარ ასადი რეალურად ალავიტია. სექტანტები (ასე უწოდებენ შიიტი მუსლიმები ალავიტებს) თავს წარმოაჩენენ, როგორც ისლამის მიმდევრები, რეალურად კი საიდუმლოდ ინახავენ საკუთარ რელიგიას – ალავიზმს.

ალავიტების მთავარი წმინდა წიგნია “ჰიტაბ ალ-მადჯმუ”. მისი მთავარი თეზისია: “ვინაა ჩვენი ბატონი, რომელმაც შეგქვმნა ჩვენ? პასუხი: ესაა მორწმუნეების ემირი, ესაა რწმენის ემირი-ალი იბნ აბუ თალები, ღმერთი და არა არს ღმერთი, გარდა მისა”.

ალავიტები თვლიან, მათი ღმერთი ალი იყო მზე. ალავიტებს ჯერათ სულების გადასახლების. მათი აზრით, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სახლდება ცხოველში, ხოლო ცუდი ადამიანების სულები ხვდებიან წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვში, რომლებიც საკვებად ვარგისია,

შვიდგზის რეინკარნაციის შემდეგ მორწმუნე ადამიანის სული ხვდება ვარსკვლავურ სფეროში, ხოლო ურწმუნო ადამიანის სული მიჰყავთ დემონებს სამუდამო სატანჯველში.

ალავიტები ფიქრობენ, რომ ქალებს არა აქვთ სული. სული, ალავიტების მტკიცებით, მხოლოდ მამაკაცებშია. სწორედ ამის გამო ალავიტების ოჯახის წევრ ქალებს არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ დღესასწაულებში, რადგან ქალი იბლისზე (სატანაზე) საშიშია.

თუმცა სირიაში ქალები ბევრად თავისუფლები არიან, ვიდრე სხვა ისლამის მიმევარ ქვეყნებში.
სირიაში არავინ სთხოვს ქალს დაიფაროს სახე და ხელები, ჩაიცვას კოჭებამდე კაბა, თმა თავსაფრით დაიფაროს. მეტიც, 2010 წლიდან სირიის უნივერსიტეტებში აიკრძალა ფარანჯის ტარება.

READ  როგორია ცნობილი ადამიანების გამონათქვამები სამშობლოსა და პატრიოტიზმზე

ალავიტები-პრაქტიკული ხალხია, მათ გაიმარტივეს ცხოვრება რელიგიასთან მიმართებით: რმადანის დროს მარხვას იცავენ არა 1 თვე, არამედ 2 კვირა. ხუთის ნაცვლად დღეში ლოცულობენ მხოლოდ ორჯერ. თავისუფლად შეუძლიათ ალკოჯოლის მიღება.

ადამიანის სული შვიდჯერ იცვლიან სხეულს, თუ სწორად იცხოვრებენ მოხვდებიან სამოთხეში, ურწმუნოებაში ცხოვრებით კი მოხვდებიან ჯოჯოხეთში.

ალავიტები აღნიშნავენ და ზეიმობენ შობის და აღდგომის დღესასწაულებს. თუმცა ამავე დროს ალიონზე და დაისის დროს თაყვანს სცემენ მზეს და მთვარეს. მათი აზრით უზენაესმა ღმერთმა ალიმ შექმნა დედამიწა და ადამიანი, თავად დედამიწაზე იმყოფება მრავალ ადამიანში განსხეულებული 7 777 წელი და 7 საათი.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი