სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროგრამის მეორე ეტაპს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან. კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში ცენტრების სპორტულ კომპლექსებში თბილისში რეგისტრირებული 3-დან 18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომლებიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა. პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული“, – აცხადებენ მერიაში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2023). სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. 1 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/sportuli-meditsinisa-da-diagnostikis-sapilote-programis-meore-etapi-itsqheba/

© 2023 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  რატომ გვავიწყდება ზოგჯერ, რისთვის შევედით ოთახში

შენი განათლება. (2023). სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. 1 დეკემბერი, 2023. https://sheniganatleba.ge/sportuli-meditsinisa-da-diagnostikis-sapilote-programis-meore-etapi-itsqheba/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2023 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/sportuli-meditsinisa-da-diagnostikis-sapilote-programis-meore-etapi-itsqheba/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network