რატომ აქვს ვაშლებს პატარა წინწკლები

რატომ აქვს ვაშლებს პატარა წინწკლები | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თუ ოდესმე ვაშლს კარგად დაჰკვირვებიხართ, შენიშნავდით რომ მისი ზედაპირი მომცრო ზომის მოყავისფრო ან თეთრი ლაქებითაა დაფარული. მაინც რა ფუნქცია აქვს ამ წინწკლებს? ისინი მცენარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მსგავსი ლაქები არაერთი მცენარის კანზე, ანუ ეპიდერმისზე, გვხვდება – ღეროებზე, ნაყოფსა და მერქანზეც კი. ისინი სპეციალური ფორებია, რომლებიც სხვა ხილსა და ბოსტნეულშიც გავრცელებულია, მათ შორისაა ატამი და კარტოფილი. ასევე, ხეებიდან არყისა და ალუბლის მერქანზე შეინიშნება, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

რაც შეეხება მათ დანიშნულებას, ეს მცენარის შიდა ქსოვილებსა და გარემოს შორის აირების მიმოცვლის ხელშეწყობაა. ფოთლებში ამ ფუნქციას ბაგეები ითავსებს, ზოგი ხილისა და მერქნის ეპიდერმისი კი გაუმტარია. სწორედ ამ შემთხვევებში ეხმარება ფორები მცენარეებს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიღება-გამოყოფაში, აგრეთვე ნაყოფში ტენიანობის დონის კონტროლში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღსანიშნავია, რომ მცენარეებში აირების მიმოცვლა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, რაც თავად პროცესზეა დამოკიდებული. მაგალითად, ფოტოსინთეზისას ნახშირორჟანგი შთაინთქმება, ჟანგბადი და შაქრები კი გამოიყოფა/წარმოიქმნება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი ზრდისთვის საჭირო ენერგიის წყაროდ გარდაიქმნას, პირიქით ხდება, ანუ ჟანგბადი შთაინთქმება და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ეს აერობული რესპირაციის დამსახურებაა, რაც ნაყოფის ჩამოსაყალიბებლად და დასამწიფებლად აუცილებელია. აღნიშნული პროცესი მაშინაც კი არ წყდება, როცა ხილი უკვე დაკრეფილია. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოსინთეზში უმეტესად ფოთლები მონაწილეობს, შესაძლოა, საკუთარი როლი ფორებსაც ჰქონდეს და ეპიდერმისში მზის სხივების შეღწევას უწყობდეს ხელს (ჩვეულებრივზე მცირე დოზით).

უნდა ითქვას ისიც, რომ ფორები მცენარეს გარკვეული რისკის წინაშეც აყენებს, რადგან ბაქტერიებისა და სოკოების სამიზნედ შეიძლება იქცეს. თბილ და ნოტიო გარემოში ეს ნაწილები ინფიცირდება და ფორების დაზიანებას ან ლპობას იწვევს. შედეგად ხილი ფუჭდება, ფერს იცვლის ან უხეშ ტექსტურას იძენს. წყარო

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  რამდენ ხანში გადაშენდება კაცობრიობა, ბავშვები რომ აღარ დაიბადონ?

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). რატომ აქვს ვაშლებს პატარა წინწკლები. 21 ივლისი, 2025. https://sheniganatleba.ge/რატომ-აქვს-ვაშლებს-პატარ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რატომ აქვს ვაშლებს პატარა წინწკლები [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 16]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network