„იცით როგორი ადამიანები კვდებიან ნარკოტიკით? ვინც პირველად გაიკეთა. კარგი ნარკოტიკი არ არსებობს“

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
შალვა კეკელია

„მე არ მინახავს ნარკომანი, რომელიც ნარკოტიკით მომკვდარიყოს, ასეთი შემთხვევა არ არსებობს, ნარკოდამოკიდებული ნარკოტიკით არ კვდება, მან იცის, შეჩვეული რომაა“, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრის დროს, დეკანოზმა აღნიშნა, რომ „კარგი ნარკოტიკი არ არსებობს და ჩვენ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ყველა ნარკოტიკი ცუდია.

„იცით როგორი ადამიანები კვდებიან ნარკოტიკით? ვინც პირველად გაიკეთა, ან ნარკოტიკს თავი რომ დაანება და შემდეგ გაიკეთა.. უმეტესობა.

რომ ვამბობ, გამოცდილი ნარკომანები – ისინი ნარკოტიკით არ კვდებიან, იციან სად, რა და როგორ უნდა იყიდონ, თუ მას რაღაც შეაპარეს, ისე მოკვდება, მაგრამ ვინც ნარკომანი არ არის და ასე შევიდა კლუბში.. მაგაზეა საუბარი, დღეს როდესაც ბავშვები შედიან [კლუბში], არ იციან სად შედიან.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პარასკევს, შაბათს და კვირას, როდესაც ტაძარში მივდივარ, ხიდის ქვეშ რაღაც კლუბია და გავლა მიწევს, დილით რომ გამოვდივარ, ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლებიც იქიდან გამოსულები ქუჩაში წვანან, ჩემს შვილს ქუჩაში რომ ეძინოს, ასფალტზე, ხომ გული გამისკდება“, – თქვა დეკანოზმა.

📍 სტატია ეხება: გორი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  „საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან“
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის