ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა – მეუფე შიო

ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა – მეუფე შიო | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და ახალი პატრიარქის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

“მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ჩვენ ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო.

ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობისა და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე, თითოეული ეპარქიის დელეგატებს. ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. თუ პატრიარქობის 3 კანდიდატიდან ერთი 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მომავალ პატრიარქს 39 ეპისკოპოსი დარჩენილ ორ მღვდელმთავარს შორის ამოირჩევს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაფართოებული კრება, რომელსაც 2 000-მდე დელეგატი დაესწრება პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  სამების საკათედრო ტაძრის კარი მრევლისთვის კვლავ გაიღო

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა – მეუფე შიო. 10 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/ვევედროთ-უფალს-რომ-შეგვა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა – მეუფე შიო [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network