მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.
„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


