ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიები„როდესაც გვამები ამოთხარეს, ბიჭებს თმა გაჭაღარავებული ჰქონდათ...“ - მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის...

„როდესაც გვამები ამოთხარეს, ბიჭებს თმა გაჭაღარავებული ჰქონდათ…“ – მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის გამო მანიაკ-პედოფილად ქცეულის კაცის ისტორია

სერგეი გოლოვკინი 1959 წელს, მოსკოვში დაიბადა. მამა ინჟინერი, დედა კი დიასახლისი იყო. მამას გართობა უყვარდა. სახლში როგორც მონსტრი, ისე იქცეოდა. გარდა ამისა, ბევრს სვამდა. ცოლს სცემდა.

თავად გოლოვკინი მამის მხრიდან ძალადობას არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით, ფსიქიატრების დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა.

მამის მხრიდან მასზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ, ბავშვს მენტალური ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანა…

მანიაკის ისტორიის შესახებ კი მოგვიანებით სერიალები გადაიღეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე.

გოლოვკინს თანაკლასელებთან კომუნიკაცია უჭირდა, ფიზიკურადაც არ გამოიყურებოდა კარგად და ამის გამო ბავშვები დასცინოდნენ. ამან ბიჭი კიდევ უფრო გააბოროტა.

ბიჭს სკოლაში 12-14 წლის მოზარდები თავს დაესხნენ, ცხვირი და წინა კბილები გაუტეხეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ სერგეის სკოლა და სკოლის მოსწავლეები საბოლოოდ შესძულდა და სურდა, ენახა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ბავშვები…

მძიმე დანაშაულები

1982 წელს, სერგეი გოლოვკინმა მოზარდის გატაცება პირველად სცადა. ის ტყეში 12 წლის გოგონას შეხვდა, მასთან საუბარი დაიწყო, თუმცა გოგონას უცნობი მამაკაცი არ მოეწონა და გაიქცა…

1984 წელს, ტყის ტერიტორიაზე მოწყობილ პიონერთა ბანაკში ჩაუსაფრდა მსხვერპლს. ერთი მოზარდი, რომელიც მოსაწევად გავიდა, დაიჭირა და ხეზე ჩამოკიდა… ტვინის ხანგრძლივმა ჰიპოქსიამ ენცეფალოპათია გამოიწვია და მოზარდი სამუდამოდ დაინვალიდდა. მსხვერპლმა მანიაკი 9 წლის შემდეგ ამოიცნო.

ამის შემდეგ 16 წლის ბიჭი მოიტაცა, მასზე იძალადა და დაასახიჩრა. გოლოვკინს საკუთარი თავის კონტროლი აღარ შეეძლო. სულ უფრო მეტი ბავშვის მოკვლა სურდა.

ცოტა ხანში, პიონერთა ბანაკიდან გამოსული 16 წლის მოზარდი მოკლა.  გამოძიება დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერ მიაკვლიეს.

ამ სასტიკი დანაშაულებიდან ორი წლის შემდეგ, მანქანა და მიწის ნაკვეთი შეიძინა. მსხვერპლის საწამებლად ავტოფარეხი მოაწყო .

მოზარდებს სადგურზე ხვდებოდა და სახლში წაყვანას სთავაზობდა. გზაში ეუბნებოდა, რომ ერთად მაღაზიები გაეძარცვათ. ვინც თანხმდებოდა, ავტოფარეხში მიჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა, ვინც არა, გზაში ჩამოსვამდა.

READ  „ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა...“- მეუფე ნიკოლოზი იუდას აღსასრულზე

1990 წლის აგვისტოში ფიშერმა ორი მოსწავლე მოკლა…

1992 წლის სექტემბერში, სამი მეგობარი თავის ავტოფარეხში შეიტყუა და ბავშვები დახოცა.

ამ დროის განმავლობაში ფიშერის კვალს ყველა ეძებდა. მაგრამ სერგეი თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებდა. გამოცდილი ოპერატიული აგენტების ცალკე საგამოძიებო ჯგუფი კი შეიქმნა.

საბოლოოდ ერთ-ერთმა მოზარდმა, რომლის მეგობრებიც სერგეიმ წაიყვანა, ის ამოიცნო და პოლიციას უთხრა, რომ მას სერგეი ერქვა და ზოოტექნიკოსად მუშაობდა. გოლოვკინის კვალს მიაგნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მრავალი საათის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა… თუმცა, მისი ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა.

როგორც გამომძიებლები ამბობდნენ, ავტოფარეხი სისხლით იყო სავსე, სკოლის მოსწავლეების ნივთები ეყარა. ფიშერი იძულებული გახდა, დაესახელებინა ადგილი, სადაც გვამებს მარხავდა.

როდესაც გამომძიებლებმა გვამები ამოთხარეს, ბიჭებს თმა გაჭაღარავებული ჰქონდათ… არავინ იცის, რას აკეთებდა მანიაკი ასეთს, რომ ბავშებს თმა უჭაღარავდებოდათ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მოზარდებს სასტიკად აწამებდა.

6 წელში მან 11 მოზარდი მოკლა. ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია. მანიაკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მან შეწყალება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.